Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger
Melania Trump comments on possible visit to Ukraine

ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა

ნახვები: 514 ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორებს, დეივიდ კავენას, ერნესტო ბრაამს და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დირექტორს, შეინ როზენტალს შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დირექტორის მოადგილე კამელ ბუმადი.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკა და სხვა.

„საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ADB-ის მიერ გამოყოფილი დროული ფინანსური დახმარების მნიშვნელობას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიუხედავად რეგიონში და მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა, საქართველო განაგრძობს რეფორმებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაძლიერება კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად, ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების განმტკიცება, მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა და სხვა. სტრუქტურული რეფორმების კუთხით – კაპიტალის ბაზრის განვითარება, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, კერძო სექტორის მხარდაჭერა, საჯარო ფინანსების მართვა.

თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიულმა აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით და აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი კვლავ განაგრძობს ქვეყნის მხარდაჭერას“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა