ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?

თუ ფინეთი განაცხადს გააკეთებს, NATO-ში მას თბილად მიიღებენ-სტოლტენბერგი

ნახვები: 463 თუ ფინეთი განაცხადს გააკეთებს, NATO-ში მას თბილად მიიღებენ-სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ფინეთს ალიანსში თბილად მიიღებენ.

"ეს ფინეთის სუვერენული გადაწყვეტილებაა, რომელსაც NATO სრულად პატივს სცემს. თუ ფინეთი განაცხადის გაკეთებას გადაწყვეტს, NATO-ში მას თბილად მიიღებენ და გაწევრიანების პროცესი იქნება შვიდი და სწრაფი", - თქვა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ფინეთი ალიანსის უახლოესი პარტნიორი და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია.

ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა განაცხადეს, რომ NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერენ.

როგორც პრემიერისა და პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს. ფინეთთან ერთად, უახლოეს მომავალში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ელოდებიან შვედეთისგანაც.

ფინეთის მთავრობის განაცხადს გამოეხმაურნენ კრემლში. პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა