No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.
დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია

ძირითადი მოხმარების 305 პროდუქტიდან და მომსახურებიდან 267 გაძვირდა

ნახვები: 1541 ძირითადი მოხმარების 305 პროდუქტიდან და მომსახურებიდან 267 გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრლიში ფასების საერთო დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.8%-ით არის გაზრდილი. უნდა აღინიშნოს, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოში არსებული 305 ძირითადი მოხმარების საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებით ითვლის.

შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში მოცემული 305 ძირითადი მოხმარების პროდუქტიდან უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში 267 პროდუქტი გაძვირდა. უფრო დეტალური ანალიზისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაძვირებული 267 დასახელების პროდუქტისგან 160 პროდუქტზე ფასების ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემულ პროდუქტებზე ინფლაცია 10%, ან უფრო მეტი იყო. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ერთ წელიწადში ყველაზე მეტად საქართველოში კომბოსტო გაძვირდა, დაახლოებით 290%-ით.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ძირითადი მოხმარების 305 პროდუქტიდან მხოლოდ 28 პროდუქტი გაიაფდა, ხოლო დანარჩენ 10 პროდუქტზე ფასები არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდა და არ შეცვლილა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა