No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.
დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია

აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში სდებს ბრალს, ერევანი ბრალდებებს უარყოფს

ნახვები: 523 აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში სდებს ბრალს, ერევანი ბრალდებებს უარყოფს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო საზღვართან მდებარე ბასარგეჩარის რაიონიდან, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ცეცხლი გახსნეს ქალბაჯარის რაიონში განთავსებული აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით. თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ შესაბამისი ზომები მიიღო. მათივე ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად აზერბაიჯანის პერსონალს შორის დანაკარგები არ არის.

ერევანში აცხადებენ, რომ ბაქოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს დეზინფორმაციას. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება შედარებით სტაბილურია და სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლდება.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა