Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger
Melania Trump comments on possible visit to Ukraine

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, უკრაინაში საქართველოს ელჩი სამუშაოს დაუბრუნდა

ნახვები: 514 ერთწლიანი პაუზის შემდეგ, უკრაინაში საქართველოს ელჩი სამუშაოს დაუბრუნდა

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე კიევში 21 აპრილს ჩავიდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ელჩმა შეხვედრა უკვე გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთა და მინისტრის მოადგილე ვასილ ბოდნართან.

ცნობისთვის: თეიმურაზ შარაძენიძე კონსულტაციებისთვის 2020 წლის 8 მაისს, მას შემდეგ გამოიწვიეს, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა.

„შეხვედრებზე უკრაინული მხარე მიესალმა თბილისის გადაწყვეტილებას ელჩის დაბრუნების თაობაზე და პოზიტიურად შეაფასა აღნიშნული ნაბიჯი განსაკუთრებით უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ესკალაციის ფონზე.

შეხვედრებზე აღინიშნა საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობების აქტიური დინამიკა. საქართველოს ელჩმა ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელ ხალხს", - აცხადებს საგარეო უწყებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა