ევროკომისია: საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს – თბილისთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის
ირმა ინაშვილი კობახიძეს: თქვენ თესავთ სიძულვილსა და ზიზღს, ცდილობთ, პოლიტიკური ოპონენტები შეთქმულებაში დაადანაშაულოთ
სააკაშვილი ივანიშვილს: ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გიბედავს ღარიბაშვილი იმ ხელებზე კბენას, რომლითაც აჭმევდი?
კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი
ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინისთვის საგანგებო დაფინანსების მექანიზმს აამოქმედებს – აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე პოზიციები შევაჯერეთ
სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა
War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day

ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა

ნახვები: 434 ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას.

31 მარტის ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა:

"არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სხვებთან ერთად სახელმწიფოს დაცვისთვის და არიან ისინიც, რომლებიც ამაოდ კარგავენ დროს, რათა თანამდებობები შეინარჩუნონ. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსეთისთვის - მოძებნეთ სხვა სამსახური". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი დროებით 1-ლ მარტს გაიწვია. მიზეზად დაასახელა საქართველოს ხელისუფლების "ამორალური პოზიცია" რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

მისთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა, რომ საქართველომ უკრაინაში საბრძოლველად წამსვლელი მოხალისეებისთვის გაფრენის ნებართვა არ გასცა.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზე უკავშირდება "კოორდინირებულ მცდელობას, საქართველო ჩართული იყოს სამხედრო კონფლიქტში".

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა