საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.

სექტორები, რომლებიც შეძლებენ 2021-ში 2019 წლის მაჩვენებლების დაბრუნებას

ნახვები: 1312 სექტორები, რომლებიც შეძლებენ 2021-ში 2019 წლის მაჩვენებლების დაბრუნებას

სოფლის მეურნეობა, წარმოება და სახელმწიფო ადმინისტრაცია - ამ სამი სექტორის გარდა, 2020 წელს ყველა სექტორი მნიშვნელოვნად შემცირდა მათი დიდი უმრავლესობა კი, 2021 წელს 2019 წლის ნიშნულს ვერ დაუბრუნდება, ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაშიც კი - ამის შესახებ PMC Research Center -ის მიმოხილვაშია ნათქვამი.

კვლევაში დეტალურად არის ასახული მშპ-ს პროგნოზები, სექტორების მიხედვით.

,,2021 წლის სავარაუდო სცენარების საფუძველზე, გავაანალიზეთ მშპ სექტორალურ ჭრილში, და თითოეული სექტორისთვის ჩვენი პროგნოზები 2019 წლის მაჩვენებელს შევადარეთ.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ რამდენიმე სექტორმა მოახერხა 2020 წელს ტრენდთან შედარებით ოდნავ მაღალი ზრდის ტემპი დაეფიქსირებინა. მათ შორისაა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და სახელმწიფო ადმინისტრაცია. ყველა სხვა სექტორში ან მნიშვნელოვანი ვარდნა, ან ტენდენციასთან შედარებით უარესი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

განთავსებისა და კვების ობიექტების სექტორი ყველაზე მეტად დაზარალდა. 2020 წელს მისი მშპ დაეცა 2019 წლის დონის 64%-მდე. საბაზისო სცენარის შემთხვევაში, სექტორი 2021 წელს თავისი 2019 წლის დონის 82%-ს დაიბრუნებს, ხოლო პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი იქნება 75% და 89%, შესაბამისად. საბითუმო და საცალო ვაჭრობა, და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, საქართველოს ეკონომიკის ორი ყველაზე მასშტაბური სექტორია, რომლებმაც 2019 წელს მთლიანი მშპ-ს 24% შეადგინეს.

2021 წელს ვაჭრობის აღდგენა მოსალოდნელია სამივე სცენარში - 2020 წელს დაფიქსირებული 93%-დან (2019-ის დონესთან შედარებით) 96%-მდე საბაზისო სცენარის შემთხვევაში. თუმცა, სექტორი ვერ დაუბრუნდება 2019 წლის დონეს ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაშიც კი (98%).

რაც შეეხება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს, სექტორი შედარებით ნაკლებად შემცირდა 2020 წელს (მხოლოდ 2%-ით შემცირება 2019 წელთან შედარებით), რაშიც დიდი წვლილი შეიტანა სექტორის მხარდასაჭერად შექმნილმა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამამ, რომელიც 2020 წლის დეკემბერში დასრულდა. სავარაუდოა, რომ პროგრამის გამო, 2021 წელს უძრავ ქონებაზე მოთხოვნის მნიშვნელოვანმა ნაწილმა 2020 წელში გადაინაცვლა, რის გამოც ველით, რომ საბაზისო და პესიმისტურ სცენარებში, უძრავი ქონების სექტორის მშპ 2021 წელს კვლავ შემცირდება და გაუტოლდება 2019 წლის დონის 97%-ს და 96%-ს, შესაბამისად, ხოლო ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში სექტორი შეინარჩუნებს 2020 წლის დონეს"-ნათქვამია მიმოხილვაში.

BPN

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა