No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.
დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია

თბილისში პოლიციამ აქციიის 16 მონაწილე დააკავა

ნახვები: 523 თბილისში პოლიციამ აქციიის 16 მონაწილე დააკავა

ბილისში მიმდინარე აქციის მონაწილის, გვანცა ხაჩიძის ინფორმაციით, აქციაზე, სადაც საწვავის ფასებს აპროტესტებენ, დაახლოებით 16 ადამიანი დააკავეს.

გვანცა ხაჩიძე პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს.

"გომელაურის უწყებას აქვს ძალიან ცუდი რეაქცია. მათ არ შეუძლიათ თავისუფალ მოქალაქეებთან ნორმალური გზებით გამკლავება და აი, ასე ცდილობენ რომ დაგვიპირისპირდნენ. ხალხო, ისეთი სახის დანაშაულები მოხდა, ისეთი სახის დანაშაულები მაქვს გადაღებული, ეს არის ჩვეულებრივად სისხლის სამართლის დანაშაული, ვინაიდან, ეს ადამიანები თავისუფალ მოქალაქეებს ხელით, ფიზიკურად, წიხლებით შეეხნენ, რომლებსაც უბრალოდ პროტესტის გამოხატვა უნდოდათ", - განაცხადა გვანცა ხაჩიძემ.

დაკავებულთა შესახებ ზუსტ მონაცემებს, "ინტერპრესნიუსი" შსს-ში ამოწმებს.

შეგახსენებთ, მოქალაქეებმა, რომლებიც საწვავზე ფასებს აპროტესტებენ, მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს, რის შემდეგაც პარლამენტთან შეჩერდნენ, შემდეგ კი, გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც ესტაკადები ჩაკეტეს, რასაც ადგილზე საავტომობილო მოძრაობის პარალიზება, მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა