Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine
Zelensky: Strike on Yandex data center was a mirror response to Russia's actions
Ukrainian negotiating team to meet Witkoff, Kushner in US on Oct 9
ეროვნული ბანკის საბჭო ნანა ყეინიშვილის სხდომებიდან დროებით აცილების საკითხს განიხილავს
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
ნატო რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს — იტალიაში ბირთვული წვრთნები 13 ოქტომბერს დაიწყება

Reuters - დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდებიან

ნახვები: 318 Reuters - დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდებიან

დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ოთხშაბათს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდებიან, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ლარს ლოკე რასმუსენის ცნობით, გრენლანდიელ კოლეგასთან ვივიან მოცფელდთან ერთად ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს 14 იანვარს, თეთრ სახლში შეხვდება.

„შეხვედრაში მონაწილეობა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსაც სურდა და შეხვედრას, რომელიც შესაბამისად, თეთრ სახლში გაიმართება, ის უმასპინძლებს“, - განაცხადა რასმუსენმა.

მისი თქმით, დანიამ და გრენლანდიამ შეხვედრა ამერიკელი ოფიციალური პირების, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით გაკეთებული ბოლო განცხადებების განსახილველად მოითხოვეს.

„შეხვედრა მოვითხოვეთ, რათა დისკუსია შეხვედრების ოთახში გადაგვეტანა, სადაც შევძლებთ, რომ ერთმანეთს თვალებში ჩავხედოთ და ამ საკითხებზე ვისაუბროთ“, - აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა