საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.

ნათია თურნავა- წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება

ნახვები: 1077 ნათია თურნავა- წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდეს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იცით, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ჯანდაცვის სექტორის და მთლიანად სამთავრობო გუნდის ძალისხმევის შედეგად გვაქვს გარკვეული ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკაში. ეს არის საკმაოდ დიდი მონაპოვარი. თუმცა, ჯერ კიდევ მაინც მაღალია ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი. ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, სადაც არის მესამე ტალღის გარკვეული ნიშნები და ევროპის მთელი რიგი ქვეყნები ამკაცრებენ ამ დღეებში რეგულაციებს. აქედან გამომდინარე, ვიმსჯელეთ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი ორი-სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, როგორიცაა ვაჭრობის სექტორი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ჩემს მოადგილეებს, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს სამუშაო შეხვედრები ექნებათ არასასურსათო ვაჭრობისა და ბაზრობების წარმომადგენლებთან. პირველ თებერვლამდე უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული. სხვათა შორის, ახალი წლის წინა პერიოდმა გვიჩვენა, რომ ვაჭრობის ინდუსტრია საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სტანდარტებს. შეიძლება, დამატებითი მოთხოვნები იყოს, რაზეც მათთან შევჯერდებით და ეს ყველაფერი მოასწავებს უფრო უსაფრთხო გახსნის პერიოდს, რაც დიდი იმედი გვაქვს, რომ თებერვლიდან დაიწყება. ძალიან კარგად გვესმის, რომ არასასურსათო ვაჭრობა და მუნიციპალური ტრანსპორტი არის ორი საკმაოდ სენსიტიური თემა და ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. სწორედ ამ მიმართულებით ვმართავთ გადაუდებელ შეხვედრებს, რათა ახალი სტანდარტები შემოვიღოთ და თებერვლიდან შევძლოთ შეზღუდვების შემსუბუქება, იყოს გამოსვლადი, რეალისტური და არ დააზიანოს ის სტატუს-კვო, რაც გვაქვს ეპიდემიოლოგიურად", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა