„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „რუსეთისკენ „ქართული ოცნების“ 41 ნაბიჯს“ ასახელებს
შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე - სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ აქვს უნარი, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, გამოავლინოს
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი - The Wine - გახსნა
გრიგოლ ლულიაშვილი დააკავეს
NGU showcases modernized Shylka anti-aircraft gun
Budanov comments on recent high-profile corruption scandals in Ukraine
NGU soldiers repel mechanized assault by Russian forces near Dobropillia
გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

დონალდ ტუსკი - ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დაფიქსირდა - პოლონეთმა ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა

10.09.2025 ნახვები: 326

ეჭვგარეშეა, რომ ეს პროვოკაცია შეუდარებლად უფრო საშიშია, ვიდრე წინა პროვოკაციები, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარლამენტში, დეპუტატებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთმა მოითხოვა ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედება, რომელიც წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, საკითხი ალიანსის გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ ორგანოში, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში დააყენონ, რის შემდეგაც გაიმართება კონსულტაციები იმის დასადგენად, დაემუქრა თუ არა წევრი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას საფრთხე.

ტუსკის თქმით, ის ამ კონსულტაციების დროს უფრო მეტ მხარდაჭერას ელის.

„ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინელებისთვის. ეს არის დაპირისპირება, რომელიც რუსეთმა მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ გამოაცხადა“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

მისი ინფორმაციით, პოლონელმა სამხედროებმა ღამით ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დააფიქსირეს.

ტუსკის თქმით, სამი, ან შესაძლოა, ოთხ დრონი პოლონეთისა და ნატო-ს თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს.

ტუსკის განცხადებით, დრონების მნიშვნელოვანი რაოდენობა ქვეყანაში ბელარუსიდან შეფრინდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა