კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსული დრონებით პოლონეთისა და ევროპის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა ვიხილეთ

ნახვები: 430 ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსული დრონებით პოლონეთისა და ევროპის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა ვიხილეთ

დღეს, რუსული დრონებით პოლონეთისა და ევროპის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა ვიხილეთ, - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.

„დღეს, 10-ზე მეტი რუსული დრონით პოლონეთისა და ევროპის საჰაერო სივრცის წინდაუხედავი და უპრეცედენტო დარღვევა ვიხილეთ. ევროპა პოლონეთს სრულ სოლიდარობას უცხადებს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, „გზავნილი ნათელია და ევროპის პასუხიც ნათელი უნდა იყოს“.

„რუსეთზე ზეწოლა გვჭირდება, რათა ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. მეტი სანქციები გვჭირდება. პარტნიორებთან ერთად სანქციების მე-19 პაკეტზე ვმუშაობთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა