ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
მსოფლიო პატრიარქი - სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი, მკვდარი ცოცხალია
მეუფე შიო - 49 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე მამამთავრული სიბრძნით ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა
მსოფლიო პატრიარქი - განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ილია მეორემ
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა
სამებიდან სიონის ტაძრამდე სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოშია
მეუფე ზენონი - საქართველოს ეკლესიას და სახელმწიფოს პრობლემები რუსეთის მიზეზით აქვს

პოლონეთმა, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრის გამო, ოთხი აეროპორტი დახურა

10.09.2025 ნახვები: 341

პოლონეთმა ოთხი აეროპორტი, მათ შორის ვარშავაში მდებარე ყველაზე დიდი აეროპორტი, დახურა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონები შეიჭრა.

მედიის ინფორმაციით, დაიხურა ვარშავის დედაქალაქში მდებარე ორი აეროპორტი - შოპენის აეროპორტი და ვარშავის მოდლინის აეროპორტი. ასევე ჟეშოვ-იასიონკას აეროპორტი - რომელიც უკრაინასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს - და ლუბლინის აეროპორტი.

პოლონეთმა აეროპორტების დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა პოლონეთთან საზღვართან ახლოს მდებარე უკრაინის რეგიონებზე კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვარშავამ პოლონეთის და ნატო-ს თვითმფრინავები განალაგა და პოლონეთის საჰაერო სივრცეში ობიექტების ნეიტრალიზაციის მიზნით ოპერაცია დაიწყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა