ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
მსოფლიო პატრიარქი - სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი, მკვდარი ცოცხალია
მეუფე შიო - 49 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე მამამთავრული სიბრძნით ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა
მსოფლიო პატრიარქი - განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ილია მეორემ
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა
სამებიდან სიონის ტაძრამდე სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოშია
მეუფე ზენონი - საქართველოს ეკლესიას და სახელმწიფოს პრობლემები რუსეთის მიზეზით აქვს

ირაკლი კუპრაძე, ალეკო ელისაშვილი და ტატა ხვედელიანი თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის მცხოვრებლებს შეხვდნენ

09.09.2025 ნახვები: 454

თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და ვიცე მერობის კანდიდატები ალეკო ელისაშვილი და ტატა ხვედელიანი დღეს თაბუკაშვილის 25 ნომერში მდებარე ავარიული სახლის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. 
მე-4 კატეგორიის ავარიულ შენობას, კულტური მემკვიდრეობის სტატუსი აქვს. 9 ოჯახიდან, რომლის საკუთრებაშიც თბილისური ეზოა, ოთხი ოჯახი მე 15 წელია, ქირით არის გაყვანილი, 5 ოჯახი კი სახლის დატოეებაზე და მერიის მიერ შეთავაზებულ 500 ლარიან კომპენსაციაზე უარს ამბობს. 
შენობის დანგრევა არ შეიძლება იმიტომ რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია - გამაგრება კი შეუძლებელია, რადგან მე-4 კატეგორიის დაზიანებაა. 
თბილისის მერი  კალაძე ამბობს, რომ ისტორიულ ზონაში  გათავისუფლებული არეალები მომზადდება საინვესტიციო მიზნებისთვის ისე, რომ ქალაქის ისტორიული იდენტობა შენარჩუნდეს, მაგრამ პარალელურად გაჩნდეს განვითარების ახალი შესაძლებლობები. ადგილობრივები შიშობენ რომ  კალაძე ისტორიული შენობების მესაკუთრეებს დაზიანებული შენობების რეაბილიტაციის ნაცვლად, საკუთრების მიყიდვას აიძულებს, შემდეგ კი საინვესტიციო მიზნებისთვის გამოიყენებს. 
ეს კი მესაკუთრეებს წაართმევს შესაძლებლობას, თავად განკარგონ საკუთარი ქონება, რაც მათთვის დამატებითი შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს. 
მერია მათ არჩევანს არ უტოვებს. ან იცხოვრებენ ავარიულ სახლში, ან გაყიდიან, რის შემდეგაც მას მერია განკარგავს. “ლელო ძლიერი საქართველოს” ლიდერები მოსახლეობას დაპირდნენ, რომ არჩეევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ამ პრობლემას მათ სასარგებლოდ და მათთან შეთანხმებით გადაწყვეტენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა