უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი კიევში დაკრძალეს
ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
მსოფლიო პატრიარქი - სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი, მკვდარი ცოცხალია
მეუფე შიო - 49 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე მამამთავრული სიბრძნით ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა
მსოფლიო პატრიარქი - განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ილია მეორემ
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა
სამებიდან სიონის ტაძრამდე სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოშია

უკრაინელებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლეს

08.09.2025 ნახვები: 393

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, - ინფორმაციას უკრიანული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ სოფელი ზარეჩნოე გათავისუფლდა და იქ უკრაინის დროშა აღმართეს.

„425-ე ცალკეული შემტევი პოლკის „სკალას“ ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ ზარეჩნოეზე სრული კონტროლი აიღეს“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

უკრაინის არმიამ აგვისტოში აღადგინა კონტროლი 58 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე, გაათავისუფლა რამდენიმე დასახლებული პუნქტი და ჩაშალა რუსეთის გეგმები, დონეცკის რეგიონში შეეღწიათ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

„2025 წლის აგვისტო ჩვენი ჯარებისთვის დიდი განსაცდელების თვე იყო, მაგრამ საბოლოოდ ბევრი დადებითი შედეგი მივიღეთ“, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, ძირითადი ძალისხმევა მტრის შეკავებასა და მისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენებაზე იყო მიმართული.

"აუცილებელი იყო სიტუაციის სტაბილიზაცია ყველაზე საშიში - ლიმანის, დობროპოლსკის, პოკროვსკის, ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით და ამავდროულად აქტიური თავდაცვის ტაქტიკის გამოყენება, დაკარგული ტერიტორიების აღდგენა, ქალაქების დაცვა მტრის რაკეტებისა და დრონების დარტყმებისგან და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმა.

რუსებს პოკროვსკ-მირნოგრადის აგლომერაციის ტერიტორიაზე გარღვევის და ზაპოროჟიეზე შეტევის იმედი ჰქონდათ, თუმცა ეს გეგმები ჩაიშალა. დობროპოლის მიმართულებით ოკუპანტებმა 13,5 კვ. კმ დაიკავეს, მაგრამ 25,5 კვ. კმ დაკარგეს. პოკროვსკში მათ 5 კვ. კმ მოიპოვეს, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 26 კვ. კმ-ზე კონტროლი აღადგინეს. სევერო-სლობოჟანსკის მიმართულებით უკრაინულმა ძალებმა 4 კვ. კმ დაიბრუნეს.

აგვისტოში აღდგა კონტროლი 58 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე და არაერთი დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა“, - აღნიშნა სირსკიმ.

მთავარსარდალმა ასევე ისაუბრა უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმების წარმატების შესახებ. მისი თქმით, Deep Strike-ის საშუალებებით 60 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის საწვავის წარმოების ობიექტებს, საბრძოლო მასალის საწყობებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. სირსკის განცხადებით, უკრაინულმა დრონებმა აგვისტოში 67 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, ხოლო Middle Strike-ის პროგრამის ეფექტურობა 25%-ით გაიზარდა.

სირსკის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების დანაკარგებმა აგვისტოში 28 790-ს მიაღწია, 2025 წლის დასაწყისიდან 297 350 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ან დაიჭრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა