უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი კიევში დაკრძალეს
ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
მსოფლიო პატრიარქი - სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი, მკვდარი ცოცხალია
მეუფე შიო - 49 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე მამამთავრული სიბრძნით ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა
მსოფლიო პატრიარქი - განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ილია მეორემ
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა
სამებიდან სიონის ტაძრამდე სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოშია

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრები 80:70 დაამარცხა

07.09.2025 ნახვები: 345

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები 80:70 დაამარცხა და ისტორიულ შედეგს მიაღწია, კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში გავიდა.

პირველივე წუთებიდან საქართველომ საფრანგეთს დიდი ბრძოლა შესთავაზა. ფრანგებს მოედნის არცერთ მონაკვეთში ამოსუნთქვის საშუალება არ ჰქონიათ. თავის მხრივ, კამარ ბოლდუინის წინამძღოლობით ჩვენმა გუნდმა თავდანვე მოიპოვა უპირატესობა და პირველი მეოთხედი 24:20 მოიგო. საინტერესოა, რომ 2011 წლის შემდეგ სწორედ ეს 24 ქულაა ყველაზე მაღალი შედეგი ჩვენი ნაკრების პირველი მეოთხედისთვის.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი მაქსიმალურად ცდილობდა ლიდერების დასვენებას. საწყის 20 წუთში ბითაძემ 10 წუთი ითამაშა, შენგელიამ – 13. თორნიკეს ამ მოკლე მონაკვეთში 13 ქულა ჰქონდა. კაპიტანს ევრობასკეტზე ჩატარებულ ბოლო 19 მატჩიდან უკვე 16-ში აქვს +10 ქულა.

მესამე პერიოდში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. გუნდებმა დაცვაში თამაშს მოუმატეს და ქულების მოგროვება მეტად გართულდა. ფრანგები ჩვენი კალათბურთელების შეჩერებას მხოლოდ სჯარიმოებით ახერხებდა, ქართველები კი აგდებდნენ და მეოთხე პერიოდის წინ 58:54 დაწინაურდნენ.

გადამწყვეტ მეოთხედში ხან ერთი გუნდი გადიოდა წინ, ხან – მეორე. მატჩის დასრულებამდე 2 წუთითა და 30 წამით ადრე გოგა ბითაძემ მნიშვნელოვანი სამქულიანით საქართველოს ნაკრები 3 ქულით დააწინაურა. მნიშვნელოვანი ჯარიმები გამოიყენეს კამარ ბოლდუინმა და თორნიკე შენგელიამ.

შეხვედრა 24-24 ქულით დაასრულეს თორნიკე შენგელიამ და კამარ ბოლდუინმა. 14 ქულა ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, 8 – გოგა ბითაძეს, 6 – ბექა ბურჯანაძეს, 4 – გიორგი შერმადინს.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს მიახლოების საშუალება არ მისცა და ისტორიულ შედეგს მიაღწია – პირველად ითამაშებს ევრობასკეტის მეოთხედფინალში, სადაც ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. გუნდებს შორის მატჩი 10 სექტემბერს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა