საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
რუსეთმა კიდევ ერთხელ ჩამოაგდო ასობით დრონი და რაკეტა უკრაინის თავზე, განახორციელა განურჩეველი დარტყმები, მათ შორის საცხოვრებელ ტერიტორიებსა და მთავრობის შენობაზე, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.
„უკრაინასთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად მხარს ვუჭერთ მშვიდობას. რუსეთი სულ უფრო ღრმად იჭედება ომისა და ტერორის ლოგიკაში. უკრაინის გვერდით, გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რათა უზრუნველვყოთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარება“, - წერს მაკრონი.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინას 800-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ