„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „რუსეთისკენ „ქართული ოცნების“ 41 ნაბიჯს“ ასახელებს
შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე - სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ აქვს უნარი, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, გამოავლინოს
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი - The Wine - გახსნა
გრიგოლ ლულიაშვილი დააკავეს
NGU showcases modernized Shylka anti-aircraft gun
Budanov comments on recent high-profile corruption scandals in Ukraine
NGU soldiers repel mechanized assault by Russian forces near Dobropillia
გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი - სლოვაკეთი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინას მხარს უჭერს

05.09.2025 ნახვები: 338

სლოვაკეთი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინას მხარს უჭერს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან შეხვედრის შემდეგ X-ზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან შინაარსიანი საუბარი ჰქონდა.

„მას დონალდ ტრამპთან ჩვენი საუბრის, მშვიდობისა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებთან ჩვენი მუშაობის შესახებ ვაცნობე. სლოვაკეთი გვერდზე არ გადგება. პრემიერ-მინისტრმა ჩინეთში თავისი კონტაქტების შესახებ მაცნობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა - რუსულ ნავთობსა და გაზს მომავალი არ აქვს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, მასსა და ფიცოს შორის დიალოგი გაგრძელდება.

„ასევე, ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გზაზე სვლა ერთად უნდა გააგრძელონ. ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე ორმხრივი თანამშრომლობა რეგიონში ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს აძლიერებს“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა