მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე ოპოზიციონერმა ის კი არ თქვა, 20 ივნისს შემოვუერთდებითო, არამედ მიშას მხარდაჭერილი აქციააო
War update: 237 combat engagements on front line over past day
ADF neutralizes 97 of 119 Russian drones overnight
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,260 over past day
G7 leaders agree to increase air defense deliveries to Ukraine
Ukraine's efforts pay off on all fronts – Costa
Trump willing to pressure Russia if G7 allies help with Iran – Politico
Luhansk region transfers General Cherry drones worth UAH 30M to combat brigade

პეტრე ცისკარიშვილი - მივესალმები ნებისმიერი პოლიტპატიმრის თავისუფლებას - მამუკაც და ბადრიც იყვნენ პოლიტპატიმრები

05.09.2025 ნახვები: 455

 

მივესალმები ნებისმიერი პოლიტპატიმრის თავისუფლებას, მამუკაც და ბადრიც იყვნენ პოლიტპატიმრები, აბსოლუტურად გაუგებარი, აბსურდული ბრალდებით ციხეში გამოკეტილები , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ განცხადებები ნებისმიერ დონეზე არჩევნების კონკურენტულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მხოლოდ მაშინ იქნებოდა სარწმუნო, თუ პოლიტიკოსები ციხეში არ იქნებოდნენ.

„მივესალმები ნებისმიერი პოლიტპატიმრის თავისუფლებას, ეს ჩვენ ადამიანურად ძალიან გვიხარია. რა თქმა უნდა, მამუკაც და ბადრიც იყვნენ პოლიტპატიმრები, აბსოლუტურად გაუგებარი, აბსურდული ბრალდებით ციხეში გამოკეტილები. „ოცნების" განცხადება, სადაც ისინი გულისხმობენ, რომ არჩევნები თურმე კონკურენტულ გარემოში უნდა ტარდებოდეს, ჯერ ერთი ეს არანაირი არჩევნები არ არის, დამაჯერებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შარშან ამ დროს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ისინი შეიწყალებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ექნებოდა საშუალება სრულფასოვნად ჩართულიყო საპარლამენტო არჩევნების პროცესში. მაშინ ნამდვილად ვირწმუნებდი, რომ მათი პოლიტიკური ნება, მიდგომა და სურვილი არის ის, რომ საარჩევნო პროცესი, ნებისმიერ დონეზე ჩატარებული არჩევნები მიმდინარეობდეს კონკურენტულ გარემოში და არცერთი პოლიტიკური მოძრაობის ხელმძღვანელი თუ ლიდერი პირი არ იყოს ციხის საკანში გამოკეტილი“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა