War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

ემანუელ მაკრონი - 26-მა ქვეყანამ პირობა დადო, რომ უკრაინაში დამატებითი ძალები გაგზავნოს, ხმელეთზე, ჰაერსა თუ ზღვაში - აშშ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში მონაწილეობას მიიღებს

04.09.2025 ნახვები: 480

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები მზად არის, - ამის საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„26-მა ქვეყანამ პირობა დადო, რომ უკრაინაში დამატებითი ძალები გაგზავნოს, იქნება ეს ხმელეთზე, ჰაერსა თუ ზღვაში მხარდაჭერა. უკრაინის თავდაცვასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არსებობს“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ აშშ-თან საბოლოო დეტალებზე მუშაობა დასრულდება.

„აშშ-მა ნათლად განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში მონაწილეობას მიიღებს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ასევე, მაკრონის განცხადებით, თუ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, მაშინ ევროპა დამატებით სანქციებს აშშ-თან ერთად მიიღებს.

„საერთაშორისო სამართლის დარღვევას ვერ დავუშვებთ. ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ეს ყველას უსაფრთხოების საკითხია“, - განაცხადა მაკრონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა