კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

მარკ რუტე - რატომ გვაინტერესებს, რას ფიქრობს რუსეთი უკრაინაში ჯარების განლაგებაზე? უნდა შევწყვიტოთ პუტინისთვის ზედმეტი ძალაუფლების მინიჭება

ნახვები: 472 მარკ რუტე - რატომ გვაინტერესებს, რას ფიქრობს რუსეთი უკრაინაში ჯარების განლაგებაზე? უნდა შევწყვიტოთ პუტინისთვის ზედმეტი ძალაუფლების მინიჭება

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, შეუძლია თუ არა უკრაინას უცხო ქვეყნების ჯარების საკუთარ ტერიტორიაზე განლაგება უსაფრთხოების გარანტიების სახით.

„რატომ გვაინტერესებს, რას ფიქრობს რუსეთი უკრაინაში ჯარების განლაგებაზე? ეს სუვერენული ქვეყანაა. მათი გადასაწყვეტი არ არის. რუსეთს ამასთან არაფერი აქვს საერთო. უკრაინა სუვერენული ქვეყანაა. თუ უკრაინას სურს უსაფრთხოების გარანტიის ძალების ყოფნა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად, ეს მათზეა დამოკიდებული. სხვას არ შეუძლია ამის გადაწყვეტა. ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა შევწყვიტოთ პუტინისთვის ზედმეტი ძალაუფლების მინიჭება“, - განაცხადა რუტემ სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის პრაღის თავდაცვის სამიტზე.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის როლზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მან ჩიხი გაარღვია.

„მან ლიდერის როლი აიღო. ამის მოგვარება ადვილი არ არის, მაგრამ ის აბსოლუტურად ერთგულია, შეასრულოს ეს. ახლა ვმუშაობთ ამ უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ ზელენსკიმაც იცოდეს, რომ თუ

ის რუსებთან საუბარს დაიწყებს, და იმედია მალე, მას ექნება მხარდაჭერა და რომ მან იცოდეს, რომ უსაფრთხოების გარანტიები იმოქმედებს, რათა რუსეთმა, სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, აღარასდროს სცადოს უკრაინაში შეჭრა და ბუდაპეშტისა და მინსკის შეთანხმებები აღარ განმეორდეს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა