ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ რეკომენდაციით, გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს
Russian forces lose another 1,370 troops and four air defense systems in war against Ukraine

რუსლან სივაკოვი - ბრალდება სრული აბსურდია - გაუმარჯოს საქართველოს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, დიდება უკრაინას

03.09.2025 ნახვები: 414

ბრალდება სრული აბსურდია. დარწმუნებული ვარ, ყოველი საღად მოაზროვნე ადამიანი დამეთანხმება იმაში, რომ პროკურატურას მშვენივრად ესმის, მაგრამ არ უნდათ რომ ამ ფაქტებს დაეთანხმონ - იყოს, რაც არის, არის, შეიძლება, ძალიან ბევრი რამე ვისაუბროთ ჩვენი ბრალდების გარშემო, მაგრამ ამაში აზრს ვერ ვხედავ, რამდენადაც ყველაფერი ნათქვამია, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რუსლან სივაკოვმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მან საბოლო სიტყვა წარმოთქვა.

მისივე თქმით, მთავარია, მოსამართლემ „ყველა უარყოფითი და დადებითი აწონ- დაწონოს და სამართლიანი და ჭეშმარიტი გადაწყვეტილება გამოიტანოს”. მისივე განცხადებით, მას ამის სჯერა.

„მადლობის სიტყვები მინდა წარმოვთქვა. გულით და სულით მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამდენი ხანი იყო და იქნება ჩვენს გვერდზე. ამ არც ისე იოლ პერიოდში, დიდი მადლობა მინდა ვთქვა თქვენი კოლოსალური მხარდაჭერისთვის, თქვენ საუკეთესოები ხართ. აგრეთვე, მთელი სულით და გულით მადლობას ვუხდი, ადვოკატების მთელ კოალიციას, ისინი მართლაც რომ სამართლიანად და პროფესიონალურად იბრძოდნენ ჩვენი თავისუფლებისთვის და ისედაც ძალიან კარგი და სამართლიანი ადამიანები არიან.

ჩემო მეგობრებო, მე გულწრფელად მოხარული ვარ, რომ თქვენ გაგიცანით და ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილი ვარ, რომ ასეთ ვითარებაში გაგიცანით, მაგრამ აქ მე ვერანაირ საშიშროებას ვერ ვხედავ. მთავარია, მომავალში ჩვენ აუცილებლად შევცვლით ვითარებას, უფრო კეთილგანწყობილებით და ერთმანეთში კარგ ურთიერთობას დავამყარებთ..

რაც შეეხება ბრალდებას, ეს არის სრული აბსურდი. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი საღად მოაზროვნე ადამიანი დამეთანხმება მე იმაში, რომ პროკურატურას მშვენივრად ესმის, მაგრამ არ უნდათ რომ ამ ფაქტებს დაეთანხმონ.

იყოს, რაც არის, არის. შეიძლება ძალიან ბევრი რამე ვისაუბროთ ჩვენი ბრალდების გარშემო, მაგრამ მე ამაში აზრს ვერ ვხედავ, რამდენადაც ყველაფერი ნათქვამია.

ახლა მთავარია, მოსამართლე ყველა უარყოფითი და დადებითი აწონ - დაწონოს და გამოიტანოს სამართლიანი და ჭეშმარიტი გადაწყვეტილება. მე არ მჯერა, რომ ეს ასე მოხდება....

გაუმარჯოს საქართველოს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, დიდება უკრაინას“,- განაცხადა რუსლან სივაკოვმა, რომლის საბოლოო სიტყვასაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

ბრალდებულის განცხადებას სასამართლო სხდომაზე თარჯიმანი თარგმნიდა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა