კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ჯანო არჩაია - 90-იან წლებში ჩვენ ფორმიანებს „ძაღლს“ ვეძახდით, დღეს თქვენ ძაღლებიც არ ხართ. სიმართლისთვის ვისჯებით და რაც გინდათ ის მოგვისაჯეთ

ნახვები: 511 ჯანო არჩაია - 90-იან წლებში ჩვენ ფორმიანებს „ძაღლს“ ვეძახდით, დღეს თქვენ ძაღლებიც არ ხართ. სიმართლისთვის ვისჯებით და რაც გინდათ ის მოგვისაჯეთ

იყო დრო, როცა ხალხი ვაფასებდით ფორმიანებს, პოლიციელს, მაგრამ ეს მერე გაწყდა. 90-იან წლებში ჩვენ ფორმიანებს „ძაღლს“ ვეძახდით, დღეს თქვენ ძაღლებიც არ ხართ. სიმართლისთვის ვისჯებით და რაც გინდათ ის მოგვისაჯეთ, - ამის შესახებ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ჯანო არჩაიამ განაცხადა.

მან საკმაოდ ვრცელი საბოლოო სიტყვა წარმოთქვა, სადაც მისი მიმართვის რამდენიმე ადრესატი იყო, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, რომელიც სხდომას ესწრება.

„ეს არის ცირკი, რაღაც ბავშვური. პროკურატურა ვითომ რაღაცებს „ჩმახავს“ და ვერ „ჩმახავს“, რას აკეთებენ თვითონ არ იციან, ხავსს ეკიდებიან. აქ დავდივართ იმიტომ, რომ ერთმანეთს ვამხნევებთ, ვეუბნებით ერთმანეთს, რომ წავიდეთ, ახლობლებს ვნახავთო. აქ, უკვე ყველა ჩემ ახლობლად მიმაჩნიხართ.

მადლობა ჩვენს მეხუთე პრეზიდენტს, სანამ ეს მთავრობა იარსებებს, სანამ რამე არ შეიცვლება, თქვენ ჩვენთვის პრეზიდენტი იქნებით, მადლობა დაფასებისთვის.

მადლობა ჩვენ გმირ ადვოკატს, პერსონალურად მადლობა ბატონ ომარს[ფურცელაძეს], თქვენ ხართ პროფესიონალი. თქვენ გააშიშვლეთ პროკურატურა, სასამართლო. შეიძლება მათ ამის ნახვა არ უნდოდეთ, მაგრამ ამას ხედავს მთელი ქვეყანა.

მე ვარ ჯანო არჩაია, რევაზის ძე. იმ რევაზის ძე, რომელიც 1988 წლიდან მოყოლებული ზვიადის და მერაბის გვერდში იბრძოდა. 14 წლის ასაკში 9 აპრილს მამაჩემის გვერდით ვიდექი. იქიდან ვიბრძვი. 59 წლის კაცი გავხდი, არაფერი გამომიტოვებია, ვიბრძოდი აფხაზეთში. მე ვიცავ საქართველოს ღირსეულ მომავალს. მინდა ჩემ შვილიშვილებს ჰქონდეთ ნათელი მომავალი, ამის გამო ვისჯებით ჩვენ აქ.

საპატრიარქოს მინდა ორი სიტყვით ვუთხრა და მივმართო მამაოებს, სულიერ შვილებს ქუჩა-ქუჩა დასდევენ, 19-20 წლის გოგო ბიჭებს ცხოვრებას უნგრევენ, ციხეში ყრიან და ამ დროს, ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკაში შესვლა არ გვინდაო. ეს არ არის პოლიტიკაში შესვლა. აქ საუბარია სულიერი შვილების დაცვაზე.

პროკურორებსაც მინდა მივმართო სიტყვით. იმ დღიდან მივხვდი რაც იყო თქვენი სამსახური… იყო დრო, როცა ხალხი ვაფასებდით ფორმიანებს, პოლიციელს, მაგრამ ეს მერე გაწყდა. 90-იან წლებში ჩვენ ფორმიანებს „ძაღლს“ ვეძახდით, დღეს თქვენ ძაღლებიც არ ხართ. სიმართლისთვის ვისჯებით და რაც გინდათ ის მოგვისაჯეთ… ჩვენ იმისთვისაც ვართ მზად, სამუდამოც რომ მოგვისაჯოთ, აქ სხვებისგან განსხვავებით, ციხეშიც თავისუფლები ვიქნებით, იქიდანაც დაგამარცხებთ.

საოცარი ხალხი გავიცანი. ამათზე უფროსი ვარ, მაგრამ ჩვენ ძმები ვართ, ესენი ჩემი უმცროსი ძმები არიან.

მადლობა ჩემ დიდ ოჯახს რუსთაველზე. ჩვენი ერთი მებრძოლი უდრის 50-100-ს, და არა იმ ჩაჩნებს და მოღალატეებს, რომელსაც კობახიძე და ბანდა ჰქვია. ნუ შეგეშინდებათ, არც ციხეა საშიში. ჩვენნაირი ხალხისთვის იქ არაფერი საშიშროება არაა, იქაც კარგად ვართ.

მინდა მოგმართოთ დიდ ოჯახს, იბრძოლეთ ბოლომდე, ქვეყანას ნუ დაუთმობთ ამ ჩაჩნებს!" - განაცხადა ჯანო არჩაიამ.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდაა გასული.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა