კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

მამუკა მდინარაძე - „მშვიდობიანი დამხობა“ იცით როგორი ტერმინია? „კეთილი სააკაშვილი“, დაახლოებით ასეთი ოქსიმორონია

ნახვები: 458 მამუკა მდინარაძე - „მშვიდობიანი დამხობა“ იცით როგორი ტერმინია? „კეთილი სააკაშვილი“, დაახლოებით ასეთი ოქსიმორონია

„მშვიდობიანი დამხობა“ იცით როგორი ტერმინია? „კეთილი სააკაშვილი“, დაახლოებით ასეთი ოქსიმორონია - პატარა ტურბულენციას შეეცდებიან, ჩვენი სამსახური იმისთვის არის, რომ ასეთი პატარ-პატარა ტურბულენტობები ქვეყანამ თავიდან აიცილოს, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მშვიდობიან დამხობაზე საუბრობს.

მისივე თქმით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, რათა სახელმწიფომ გამართულად იფუნქციონიროს და ვიღაცას არ ჰქონდეს საშუალება პატარ-პატარა ტურბულენციებით ეროვნული ინტერესები დააზიანოს

„მშვიდობიანი დამხობა იცით როგორი ტერმინია? “კეთილი სააკაშვილი”, დაახლოებით ასეთი ოქსიმორონია. არ შეიძლება სერიოზულად ასეთი ხალხის ასეთ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება. ეს არ არის დღეს გამოწვევა, რომელიც ქვეყანას აწუხებს. ერთადერთი, პატარა ტურბულენციას შეეცდებიან. ჩვენი სამსახური იმისთვის არის, რომ ასეთი პატარ-პატარა ტურბულენტობები ქვეყანამ თავიდან აიცილოს. აქ არ არის იმის საფრთხე, რომ სერიოზული გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს. აქ საუბარია მაქსიმუმ იმის საფრთხეზე, რომ არ დააზიანონ მცირედით ეკონომიკა, ადამიანები არ გაანერვიულონ, იმის იქით ჯერ „დამხობა“ სიტყვა, მათი მოწოდება არ შეიძლება მშვიდობიანი იყოს. „დამხობა“ და „მშვიდობა“ ერთმანეთს გამორიცხავს.

როგორც იურისტი, მე ყურადღებას ამას იმდენად არ მივაქცევდი, როგორც ამ ხალხის სხვა განცხადებებს, სადაც უფრო აშკარად შესაძლოა იკვეთებოდეს დანაშაულებრივი კვალიფიკაციის ნიშნები. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, რომ სახელმწიფომ გამართულად იფუნქციონიროს. ვიღაცას არ ჰქონდეს საშუალება პატარ-პატარა ტურბულენციებით ეროვნული ინტერესები დააზიანოს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ამასთან, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნული იყო, რომ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებულ პირებს შორის ერთ-ერთისგან პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, როდესაც ავტომატისმაგვარი შაშხანით გადაადგილდება ადამიანი დემონსტრანტებს შორის, ადვილი სავარაუდოა, რომ რაღაც პროვოკაცია შესაძლოა იგეგმებოდეს.

„ჩვენ არ ვიცით ზუსტად, თუმცა, ვარაუდი შეგვიძლია, რა პროვოკაციას და მის თანმდევ ცუდ შედეგს ასცდა გუშინ ქალაქი, თუ ქვეყანა. ჯერ მკაფიოდ არ შეიძლება ითქვას. ფაქტია, როდესაც ავტომატისმაგავარი შაშხანით გადაადგილდება ადამიანი დემონსტრანტებს შორის ადვილი სავარაუდოა, რომ რაღაც პროვოკაცია შესაძლოა იგეგმებოდეს, მაგრამ გამოძიება დეტალებში კითხვას გასცემს. რომ მივალ პირველი ამ საკითხით დავინტერესდები, სულ ახალი ამბავია“, - აღნიშნავს მდინარაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა