მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ რეკომენდაციით, გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს

ავღანეთში მიწისძვრამ 622 ადამიანი იმსხვერპლა, 1 500-ზე მეტი კი დაშავდა

01.09.2025 ნახვები: 414

აღმოსავლეთ ავღანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დაახლოებით, 622 ადამიანი დაიღუპა და 1 500-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციები გრძელდება, ჩართულია ვერტმფრენებიც, რომლებსაც დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ.

გავრცელებული ინფორმაციით, მაშველები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ზოგიერთ შორეულ დასახლებამდე მიღწევას.

ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კუნარის პროვინციაში სამი სოფელი განადგურდა, დანარჩენებს კი მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

შეგახსენებთ, ავღანეთში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 6 მაგნიტუდა იყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა