მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ რეკომენდაციით, გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს

სახელმწიფომ სასწრაფო დახმარების 120 მანქანა 29 მილიონად შეიძინა, თუმცა, მათი უმეტესი ნაწილი უმოქმედოდ დგას და ჟანგდება - გრიგოლ გეგელია

30.08.2025 ნახვები: 379

ლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, 2023 წელს სახელმწიფომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების 120 მანქანა შეიძინა, თუმცა, მათი უმეტესი ნაწილი „უმოქმედოდ დგას და ჟანგდება“.

როგორც გეგელია აღნიშნავს, მანქანები სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც, მათი გამოყენება ვერ ხდება.

„ორი წელია, რაც სახელმწიფომ თქვენი ჯიბიდან 29 მილიონი გადაიხადა ამ მანქანების ყიდვაში, რომელიც აქ უქმად დგას და ჟანგდება. ის „ქოცურმა“ უნიჭობამ და არაკომპეტენტურობამ ვერ გადააკეთა ადეკვატურად და ვერ ჩააყენა თქვენი და თქვენი ოჯახების ჯანდაცვის სამსახურში. 120-ზე მეტი მანქანა იყიდეს, მაგრამ მათი უმეტესი ნაწილი დგას აქ და ჟანგდება, ეს არის „ქოცური“ არაკომპეტენტურობის, უნიჭობის, ტოტალური კორუფციული ჭაობის გამოხატულება, რაშიც წლების განმავლობაში ჩაგვძირეს და რომლის შედეგადაც თქვენი ჯიბიდან, თქვენი შვილების ჯიბიდან, ჩვენი ხანდაზმული საზოგადოების ჯიბიდან მილიონები არამიზნობრივად იფლანგება და მილიონები ხმარდება „ქოცური“ იდიოტიზმის დაფინანსებას. ბატონი კუტიბაშვილი, რომელიც ამ შესყიდვის უფლებამოსილი პირი იყო, ძალიან მალევე გადაიყვანეს ქალაქის მუნიციპალური ლაბორატორიის ხელმძღვანელად, კიდევ ერთ მორიგ, თბილ პოზიციაზე, მისთვის არავის მოუთხოვია პასუხი ამ არამიზნობრივ ხარჯთან დაკავშირებით. არანაირი გამოძიება, არანაირი საქმე არ არის, თუ სად წავიდა 29 მილიონი თქვენი ჯიბიდან, რატომ არ ემსახურება ათობით მანქანა თქვენი ჯანმრთელობის გადარჩენას, თქვენს უკეთ ყოფნას.

„ქოცური“ კორუფცია უნდა დასრულდეს, რადგან ეს ანტიქართული, ანტიადამიანური, ანტისოციალური ფენომენია, რომელიც თქვენი, თქვენი ოჯახების, ჩვენი ჯანდაცვის ხარჯზე ხდება. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ დაუყოვნებლივ, აქ და ახლა ჩვენი ქართული სახელმწიფო, ეს ქალაქი, ყველა დიდი ქალაქი და დავუბრუნოთ საღი აზრი, გამჭვირვალობა, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა ჩვენს ქალაქებს და ჩვენს ქართულ სახელმწიფოს“, - განაცხადა გეგელიამ.

„ძლიერი საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერის, ვატო სურგულაძის განცხადებით, „უკვე ორი წელიწადია, რაც ეს მანქანები აქ დგას და ეს იმ დროს, როდესაც საქართველოში მანქანებით უზრუნველყოფა რეალური პრობლემაა“.

„რატომ დგას ეს მანქანები აქ? იმიტომ რომ მოხდა ისეთი შესყიდვა, რომ საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა, როგორც აღმოჩნდა, ეს მანქანები კონდიციური არ არის და გადაკეთება სჭირდება. დაიწყეს გადაკეთება და შემდეგ მიხვდნენ, რომ საკმაოდ ხარჯიანი მანქანებია და საკმაოდ დიდი რაოდენობის საწვავსაც მოიხმარს. ასევე შესაბამისობაში არ მოდის თბილისთან და საერთოდ, საქართველოს სიტუაციისთვის. ხდება ის, რომ სისტემას მართავენ არაპროფესიონალები. სასწრაფო არ არის მხოლოდ მანქანა, ტელეფონი და ექიმი, ეს საკმაოდ რთული სისტემაა და ამას ცოდნა სჭირდება. როდესაც სასწრაფოს მართავენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ ვერ ერკვევიან საკითხში, როდესაც ნარკოლოგიას მართავს გინეკოლოგი და არა ფსიქიატრი-ნარკოლოგი, ეს არის საქართველოს პრობლემა. შეხედეთ, გვჭირდება სასწრაფოები, მანქანები ნაყიდია, მაგრამ მათი გამოყენება უკვე ორი წელია არ ხდება“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა