მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ რეკომენდაციით, გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს

რეზო კიკნაძე მოსამართლეს - იყავით შინდლერი და ნუ იქნებით ჰიტლერი, მაგრამ იმდენი ცოდვა დაგიგროვდათ, როგორც არ უნდა მოგვეპყროთ, თქვენი საქმე მაინც წასულია, მაინც ჯოჯოხეთია თქვენი ბოლო

29.08.2025 ნახვები: 428

ქალბატონო მოსამართლევ, იყავით ოსკარ შინდლერი და ნუ იქნებით ჰიტლერი... სულ რომ სასამართლოდან გამიშვან, მადლობას მაინც არ ვიტყვი, ჯალათი მადლობას არ იმსახურებს... თქვენ იმდენი ცოდვა დაგიგროვდათ, ჩვენ როგორც არ უნდა მოგვეპყროთ, თქვენი საქმე მაინც წასული იქნება, მაინც ჯოჯოხეთია თქვენი ბოლო, ამ სკამების გავლით, სადაც ვდგავართ , - ამ სიტყვებით მიმართა ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.

"ალბათ, ოდესმე გავიგებ, რისთვის მსჯით, მაგრამ რაც არ არის, იმას როგორ გავიგებ. სიკვდილმისჯილებსაც აძლევენ საბოლოო სიტყვის უფლებას.... ცხადია, ტყვეობაში ვარ და ვერ ამოვხსენი, რა მედება ბრალად, ე.წ. მოწმეებს ვუსმინე და კიდევ ერთხელ ვერ მივხვდი, რა არის ჩემი დანაშაული. ამდენი მოწმიდან ერთსაც არ უთქვამს, რეზომ რამე დამიშავაო. აბა, მე საიდან უნდა გავიგო, ჩემგან რა უნდათ.

მე გეტყვით რა არის დანაშაული. დანაშაულია, არ იცნობდე ონისეს, დანაშაულია, არ იცნობდე ანდროს, დანაშაულია, არ იცნობდე, ლუკას, დანაშაულია, არ იცნობდე ვაკოს, დანაშაულია არ იცნობდე ჯანოს, დანაშაულია, არ იცნობდე გიორგის, დანაშაულია, არ იცნობდე რუსლანს, დანაშაულია, არ იცნობდე სერგეის. ერთადერთი დანაშაული, რაც 9 თვის წინ მქონდა, ანუ სანამ დამიჭერდნენ, ეს იყო და ახლა ამისგანაც გავთავისუფლდი.

თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა ხალხი დაიჭირეთ, აი, მაგალითად გია[ტერიშვილი], მისი ძმა 17 წლის ასაკში შეეწირა ქვეყნის თავისუფლების ბრძოლას და ახლა მის გზას ის აგრძელებს, ჩემთვის საამაყოა მის გვერდით დგომა...

აქ არის ჯანო, რომელიც აფხაზეთში რუს ღორებთან იბრძოდა და ახლაც წლების შემდეგ, კვლავ რუსებთან უწევს ბრძოლა.

ყველა გამორჩეულია, თითოეულის ღირსებაზე შემიძლია ვილაპარაკო, მადლობა, რომ ეს ხალხი გამაცანით...

ჯორდანო ბრუნო იმისთვის დაწვეს, რომ დედამიწა მრგვალიაო ამბობდა, რაც წლების შემდეგ ჭეშმარიტებად იქცა. ჩვენც ჭეშმარიტ მხარეზე დგომისთვის გვსჯიან, იმისთვის, რომ მიგვაჩნია, გამოსავალი ევროპისკენ სვლაა. იმაზე ხმის ამოღებისთვის ვისჯებით, რომ ორჯერ ორი ოთხია, ანუ რუსეთი მტერია და ევროპა მეგობარიო, რომ ვთქვით....

ამ 9 თვის განმავლობაში აქ იმდენად დაუჯერებელი და აბსურდული რამეები ხდებოდა, სულ მეგონა კარს შემოაღებდა ბაკურ სვანიძე, ყვავილების თაიგულით შემოვიდოდა და იტყოდა, გაიღიმეთ ფარული კამერააო, ახლაც ასე მეგონა... აქაურობას დავარქვი ანონიმურ მოწმეთა კრება - ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეთ, თვალები დახუჭეთ, მერე გაახილეთ და უთხარით: გამარჯობა მე არსენი ვარ, ცრუ მოწმე...

როცა მედავებით ჯგუფურობას, როცა ბრალად მდებს რომ ვინმემ დამაორგანიზა, ვიდეოში უნდა მაჩვენეთ რომელიმე წევრთან თუ მაქვს კონტაქტი, კავშირი. ერთი მოწმე მაინც თუ იტყოდა, რეზო და ონისე რუსთაველზე დავინახე, საუბრობდნენო?.

იგივე წარმატებით კაცის მკვლელობაზეც შეგიძლიათ გაგვასამართლოთ.

აბა მოაშორეთ ჯგუფურობა ჩვენს ბრალს, რა რჩება? არაფერი.

გარდა იმისა, რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ, არ ემთხვევა ადგილი, დრო, ზოგი პარლამენტის წინ დგას, ზოგი უკან, ერთ ინდივიდზე თავდასხმა არ მომხდარა, ჩვენს მიერ არავინ დაზიანებულა.

რაც მეტად ცდილობთ არარსებული ჯგუფურობა დაამტკიცოთ, მით მეტად შედიხართ ჩიხში. რომელ პოლიციელს დავესხი თავს და ვინ დავაზარალე? უი, ასეთი არ არსებობს.

ჩემი ჰაერში ნასროლი არავის მოხვედრია, მე კი მომხვდა, დაისაჯა ვინმე? იმათ[პოლიციელებს] მწვანე აქვთ ანთებული ძალადობაზე და ჩვენ წითელი თავის დაცვაზე? ვინც ამოიცნეს, ისინი დაგვიჭირეს...

სანამ დროა, გამოფხიზლდით, ნუ ფიქრობთ, რომ თქვენ არ გეხებათ, რაც აქ ხდება. ნუ ფიქრობთ, რომ სირაქლემას პოზიცია გადაგარჩენთ და თქვენს გასაკეთებელს სხვა გააკეთებს",- განაცხადა კიკნაძემ.

მან საპატრიარქოსაც მიმართა.

"ეს ქვეყანა ორად არის გახლეჩილი, მუდამ გამარჯვებულის მხარეს რატომ აღმოჩნდებით ხოლმე? არადა კონკრეტულ ვითარებაში დამარცხებული ყოველთვის თქვენს მიერ არის დალოცვილი იყო ხოლმე, შევარდნაძე, სააკაშვილი, რატომ არ ხართ შემრიგებელი, რატომ ხართ ყოველთვის მხარე. ქრისტე უპოვართა მფარველი იყო, თქვენ რატომ ხართ მოძალადეების მფარველი?",- განაცხადა კიკნაძემ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა