კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

მარკ კარნი - პუტინს ზელენსკისთან შეხვედრის ეშინია

ნახვები: 425 მარკ კარნი - პუტინს ზელენსკისთან შეხვედრის ეშინია

კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ომის დასრულების საკითხის განსახილველად შეხვედრის ეშინია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„პუტინი გამუდმებით აყენებს პირობებს და დროს აჭიანურებს, რადგან ამ შეხვედრის ეშინია“, - აღნიშნა კანადის პრემიერმა.

მისი თქმით, ზელენსკი მზადაა პუტინს „ნებისმიერ ნეიტრალურ ტერიტორიაზე“ შეხვდეს.

„ის არ ელის პუტინის კიევში ვიზიტს, მაგრამ თავად არ გეგმავს მოსკოვში ამ შეხვედრაზე წასვლას. თუმცა, ნებისმიერი ადგილი მისაღებია“, - აღნიშნა კანადის პრემიერმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა განაგრძონ უკრაინისთვის დახმარების გაწევა ამ შეხვედრის გამართვამდე.

ამასთან, მარკ კარნი არ გამორიცხავს, რომ „მსურველთა კოალიციის“ ფარლებში, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად უკრაინაში კანადელი ჯარისკაცები გაგზავნონ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა