მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ რეკომენდაციით, გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს

ალეკო ელისაშვილი - დაუშვებელია ახალი სტადიონის აშენებას მილიარდი ლარი მოხმარდეს

26.08.2025 ნახვები: 440

„ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დაუშვებელია აეროპორტის გზაზე ახალი სტადიონის აშენებას მილიარდი ლარი მოხმარდეს, მაშინ, როცა შესაძლებელია აღნიშნული თანხით ავარიული სახლების პრობლემა დედაქალაქში სრულად აღმოიფხვრას.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი კუპრაძის გამარჯვების შემდეგ, ახალი სტადიონის ასაშენებლად გათვალისწინებული 1 მილიარდი ლარი, ავარიული კორპუსების პრობლემის მოგვარებას მოხმარდება.

ამასთან, როგორც ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის მოქმედ მერს, კახა კალაძეს და მის გარემოცვას სურს დინამოს სტადიონის ტერიტორიაზე კორპუსების აშენება.

„ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, სადაც უამრავი მომაკვდინებელი საფრთხე და პრობლემაა. 20 ათასი ავარიული სახლია, რომლის გამაგრებაზე არავინ ფიქრობს. ამ სახლებში მცხოვრები ადამიანები იძინებენ და იღვიძებენ სიკვდილის შიშით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რამეს ვაჭარბებ, გამომყვეს და მოვატარებ ფეხდაფეხ ძველ თბილისს და არამხოლოდ ძველ თბილისს, იმიტომ, რომ კორპუსებიც ავარიულია. საერთოდ ადამიანებს დაძინების, წვიმის ეშინიათ, რომ ეს სახლები თავზე არ დაემხოთ. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ადგეს და გაამაგროს, 8 წელი ჰქონდა კალაძეს ეს პრობლემა რომ მოეგვარებინა, 4 წელი მანამდე ნარმანიას ჰქონდა, ჯამში 12, ამის ნაცვლად რას აკეთებენ? - მოიგონეს ახალი აბსოლუტურად არასაჭირო პროექტი. თბილისში არის ორი სტადიონი, ისტორიული დინამოს სტადიონი, მეორე ვაკეში, ყოფილი ლოკომოტივის, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი. რაგბისა და ფეხბურთის ჩვენი ეროვნული ჩემპიონატისთვის, აბსოლუტურად საკმარისია, მაგრამ მოიფიქრეს ახალი რამ - აეროპორტის გზაზე 876 მილიონად უნდა ააშენონ 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონი. ვის რაში სჭირდება ეს სტადიონი?! თითქმის, მილიარდი უნდა დახარჯონ იმაში, რომელიც არავისთვის საჭირო არაა. სტადიონები გვაქვს, ჩემპიონატი გვაქვს და 5 კაცი ძლივს ესწრება იმ ჩემპიონატს. კარგი იქნება მეტი დაესწროს... უამრავი პრობლემაა, ამ 1 მლრდ ლარად მოგვარდებოდა მთლიანად ავარიული სახლების პრობლემა, მაგრამ არა! ჯერ ერთი მილიარდიდან, როგორც ჩანს, ნახევარი უნდა მოიპარონ და ფურთხით ააშენონ, როგორც აშენებენ ყველაფერს და მეორე, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თბილისის ისტორიაში ყველაზე გაუმაძღარი და მექრთამე მერის, კალაძის გარემოცვაში, არიან ღორი, „ცეხავიკი“ დეველოპერები, რომლებიც დიდი ხანია ამ სტადიონს უტრიალებენ. წარმოიდგინეთ რამხელა ტერიტორიაა, სტადიონი და მიმდებარე ტერიტორია და ისინი არწმუნებენ კალაძეს, უნდათ ამათ ჩვენ დაგვარწმუნონ და მოგვატყუონ, რომ ვითომ ისეთი ავარიულია დინამოს სტადიონი, რომ ამის გამაგრება არ შეიძლება. არადა, მილიარდად ახალი რაღაც უნდა ააშენონ. ამ სტადიონის დანგრევა უნდათ და არც მეტი არც ნაკლები, აქ კორპუსების აშენება. ეს არის დაუშვებელი ამბავი. დაუშვებელია, როგორც იმ სტადიონის აშენება და ფულის გადაყრა უაზრობაში, დაუშვებელია, განსაკუთრებით ის, რომ ისტორიული სტადიონი დაინგრეს და აქ კორპუსები აშენდეს. ეს არ მოხდება. კალაძე ამას ვერ განახორციელებს, იმიტომ, რომ კალაძის მერობის ვადა დამთავრდება 4 ოქტომბერს და კუპრაძის მერობის ვადა რომ დაიწყება, ეს სტადიონი გამაგრდება და ის მილიარდი ლარი მოხმარდება ავარიული სახლების გამაგრებას“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში ახალი, უეფას IV კატეგორიის სტადიონის პროექტირებისა და მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი იქნება თანამედროვე მრავალფუნქციური არენა, სადაც გაიმართება ფეხბურთისა და რაგბის მატჩები, კონცერტები და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიებები. სტადიონი შეძლებს ჩემპიონთა ლიგის და სხვა მაღალი დონის მატჩების მასპინძლობას.

მათივე ცნობით, სტადიონის ტერიტორიაზე, ასევე, გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციონირება. იგეგმება საკონფერენციო, საგამოფენო, დასასვენებელი ზონების, მუზეუმისა და სავაჭრო სივრცის მოწყობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა