მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ რეკომენდაციით, გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს

ლორა კუპერი - ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ დღეს საქართველოში რუსეთთან ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა იქნებოდა

25.08.2025 ნახვები: 376

ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ აშშ მათ სუვერენიტეტს კვლავ მხარს უჭერს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ (2017-2025), ლორა კუპერმა Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სუვერენიტეტს მხარი დავუჭიროთ. ეს მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, რომლებიც ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ უნდა იცოდნენ, რომ აშშ კვლავ მხარს უჭერს მათ სუვერენიტეტს. ასევე, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია რუსეთისთვისაც. არ შეიძლება რუსეთმა იფიქროს, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიების მიტაცება, მათი დამოუკიდებლად ან რუსეთის ნაწილად გამოცხადება შერჩება. თუ საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით დათმობაზე წავალთ, ეს გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს რუსეთი ჩვენს პოზიციას სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც, უკრაინის ან მოლდოვის შემთხვევაში. ეს იზოლირებული შემთხვევა არ არის. ამიტომ, მნიშვნელოვანია სუვერენიტეტის მხარდაჭერა გავაგრძელოთ“, - განაცხადა ლორა კუპერმა.

ლორა კუპერმა საქართველოში აშშ-ის მიერ სამხედრო წვრთნების დაპაუზებისა და აღდგენის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„ვფიქრობ, სამხედრო წვრთნების ჩატარება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ საქართველოსთან დაკავშირებით მართლაც მძიმე მდგომარეობაში ვართ, იმ რეფორმებისგან უკუსვლით, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოს გაძლიერებას, დასავლეთთან კავშირების განმტკიცებას და ევროკავშირისკენ გზის მშენებლობას. ამჟამინდელმა მთავრობამ ამ ყველაფერს ზურგი აქცია. პირიქით, ბევრ საკითხში, [საქართველოს მთავრობა] რუსეთს დაუახლოვდა. ჩემთვის წარმოუდგენელია საქართველოსთან მუშაობის ჩემი პირველივე დღეებიდან, რომ დღეს საქართველოში რუსეთთან ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა იქნებოდა“, - განაცხადა ლორა კუპერმა.

მისი თქმით, აშშ-მა ქართველ ხალხს არ უნდა აგრძნობინოს, რომ მათ ზურგი აქცია.

„კარგად ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს თავდაცვით ძალებს ქართველი ხალხისთვის. ისინი ქართველი ერის გული და სული არიან. ამიტომ, მათთან თანამშრომლობის გაგრძელება, მათი წვრთნა, რათა შეძლონ საქართველოს ინტერესების ლეგიტიმურად დაცვა, ვფიქრობ სწორედ ეს არის ის, რაც უნდა გავაგრძელოთ, თუნდაც იმ დროს, როცა მთავრობას მოვუწოდებთ, რომ ისევ დასავლეთისკენ მიბრუნდეს და რეფორმების გატარება გააგრძელოს“, - აღნიშნა კუპერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა