საპატრიარქო - სიონის ტაძარში, 40 დღის განმავლობაში, სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ ვართ ბრძოლის მნიშვნელოვან ეტაპზე
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილს ორი ადამიანი - პატრიარქი და მე ვეზიზღებოდით
გურამ კაშია - ივნისში, რუმინეთთან მატჩში, ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ
მოქალაქეები სიონის ტაძარში მიდიან
დონალდ ტუსკი - ორბანის ხალხი მოსკოვს ევროკავშირის სამიტების შესახებ დეტალურად აწვდის ინფორმაციას
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს ომის დასრულება არ სურს
ისრაელმა თეირანზე ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში მიიტანა

ირაკლი კობახიძე - არის გამოწვევები, რაც უკავშირდება, მათ შორის, აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობებს

23.08.2025 ნახვები: 395

ანრი ოხანაშვილი დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ანრი ოხანაშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა გასწია სუს-ში, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ხნით იკავებდა იგი სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობას. ირაკლი კობახიძემ ანრი ოხანაშვილს მადლობა გადაუხადა ყველა იმ საქმისთვის, რომელიც ემსახურებოდა ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას.

„სუს-ის ხელმძღვანელმა, ბატონმა ანრი ოხანაშვილმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა. მე მინდა, მას, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო. მიუხედავად იმისა, რომ ის მცირე დროით ახორციელებდა სამსახურის უფროსის მოვალეობას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა სამსახურში, რაშიც მას, პირადად, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და მადლობა ანრი ოხანაშვილს ყველა იმ საქმისთვის, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას,"- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, ანალიტიკურ საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ანრი ოხანაშვილს, სწორედ, ეს უმნიშვნელოვანესი მისია ჩაბარდება.

„ანრი ოხანაშვილი დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. როგორც მოგეხსენებათ, გამოწვევები საკმაოდ ბევრია ჩვენი ქვეყნის წინაშე, საკმაოდ რთული, კომპლექსური ვითარებაა ჩვენს გარშემო. არის გამოწვევები, რაც არის დაკავშირებული, მათ შორის, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობებთან, ასევე რეგიონში არის საკმაოდ კომპლექსური ვითარება. ასეთ პირობებში, ამ საკითხებზე ანალიტიკურ მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა და სწორედ, ეს მნიშვნელოვანი მისია ჩაბარდება ბატონ ანრი ოხანაშვილს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის რანგში აწარმოებს, სწორედ, ასეთ ანალიტიკურ სამუშაოს. მიზანი იქნება ინფორმაციის დამუშავება და ამის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე,"- განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა