საპატრიარქო - სიონის ტაძარში, 40 დღის განმავლობაში, სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ ვართ ბრძოლის მნიშვნელოვან ეტაპზე
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილს ორი ადამიანი - პატრიარქი და მე ვეზიზღებოდით
გურამ კაშია - ივნისში, რუმინეთთან მატჩში, ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ
მოქალაქეები სიონის ტაძარში მიდიან
დონალდ ტუსკი - ორბანის ხალხი მოსკოვს ევროკავშირის სამიტების შესახებ დეტალურად აწვდის ინფორმაციას
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს ომის დასრულება არ სურს
ისრაელმა თეირანზე ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში მიიტანა

ალეკო ელისაშვილი - როცა მარტო ფულის მოპარვა გადარდებს, 8 წლის მერობის თავზე ასე გამოიყურება ისტორიული ქალაქი

22.08.2025 ნახვები: 424

არაფერი მოუგვარებელი ამ ქალაქს არ აქვს, მაგრამ როცა მარტო ფულის მოპარვა გადარდებს, 8 წლის მერობის თავზე ასე გამოიყურება ისტორიული ქალაქი, ასეთი დამოკიდებულება აქვს „ქართულ ოცნებას - ამას შევცვლით აუცილებლად 4 ოქტომბერს. 80 მილიონი ლარი და ფული, პირველ რიგში, მოხმარდება ავარიული შენობების გამაგრებას და ქირაში და ქუჩაში გაყვანილი ხალხის უკან, საკუთარ სახლში დაბრუნებას,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, 11 წლის განმავლობაში, თბილისის მერიამ 80 მლნ დახარჯა ბიუჯეტიდან ოჯახების ქირით გასაყვანად და არიან ოჯახები, რომლებიც 13-18 წელია ქირით არიან.

„მსოფლიოში ცნობილი ლეგენდარული მხატვარი ნიკო ფიროსმანი ნამდვილად ამ ქუცაზე ცხოვრობდა, იმიტომ ჰქვია ფიროსმანის ქუჩა. ცხოვრობდა და დაიღუპა ამ ქუჩაზე. როგორი ღირებული ქუჩაა შინაარსობრივად, შენობებიც როგორია, მე-19 საუკუნის ბოლო მე-20 საუკუნის არქიტექტურაა.

დაჰპირდა კალაძე ამ ხალხს 6 წლის წინ, რომ რეაბილიტაცია მოხდებოდა, 3 წლის წინ რეაბილიტაცია უნდა დამთავრებულიყო და შეხედეთ, აი, ესაა კალაძის რეაბილიტაცია.

ხალხს თავზე ენგრევა ყველაფერი. ერთი ვაია, რომ ავარიულ სახლში ცხოვრობ და მეორე ვუია, როცა ქირით გაგიყვანენ.

2014 წლიდან დღემდე, 11 წლის განმავლობაში, თბილისის მერიამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობს, ნარმანიადან დაწყებული კალაძით დამთავრებული, 80 მლნ დახარჯა უკვე ბიუჯეტიდან ქირის ფულში. არიან ოჯახები, რომლებიც 18, 13, 15 წელია, რაც ქირით არიან.

ქირა ხან არის 300 ლარი, ხან - 500. არასაკმარისი ქირაა, უნდა დაამატო აუცილებლად. 80 მილიონ ლარად ჯამში, არის 1600 ოჯახი პრობლემა.

1600 ოჯახს 80 მილიონად მოუგვარებდი პრობლემას: ააშენებდი ახალ შენობებს ან გაამაგრებდი ამ შენობებს, მაგრამ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებდა მერი, როდესაც ეყვარებოდა ქალაქი. მისთვის სულერთი არ იქნებოდა ნაქირავებ ბინებში ცხოვრობს ხალხი, გაყრილი ქუჩაში, თუ ასეთ პირობებში. კაციშვილმა არ იცის, როდის მოვა ძლიერი წვიმა და თავზე დაემხობათ შენობა,

ეს ერთი ეზო კი არ არის ასეთი, მთელი ფიროსმანის ქუჩა ასეა, მთელი ჩუღურეთი ასეა, მთელი ძველი თბილისი ასეა. უნდა გიყვარდეს ეს ქალაქი, რომ მოუგვარო, არაფერი მოუგვარებელი ამ ქალაქს არ აქვს, მაგრამ როცა მარტო გადარდეს ფულის მოპარვა, 8 წლის მერობის თავზე ასე გამოიყურება ისტორიული ქალაქი, ასეთი დამოკიდებულება აქვს "ქართულ ოცნებას" და განსაკუთრებით ბოტოქსებიან, აფერისტ კალაძეს.

ამას შევცვლით აუცილებლად 4 ოქტომბერს. ის 80 მილიონი ლარიც და დანარჩენი ფულიც, პირველ რიგში, მოხმარდება ავარიული შენობების გამაგრებას და ქირაში და ქუჩაში გაყვანილი ხალხის უკან, საკუთარ სახლში დაბრუნებას. ამას ვპირდებით ჩვენ“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა