მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ რეკომენდაციით, გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს

ლევან ხაბეიშვილი - პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების "არჩევნებში" მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია

20.08.2025 ნახვები: 447

პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების "არჩევნებში" მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია - არანაირი მესამე გზა არ არსებობს!, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „დიდი საზოგადოებრივი გაერთიანება მწიფდება“ და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.

“პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების "არჩევნებში" მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია!!! - არანაირი მესამე გზა არ არსებობს!!!

გავიგეთ, რომ "ბოიკოტში" ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი - აბა რა გინდა?! ვინ ხართ თქვენ მართლა?! რა გზას ადგახართ და რეებს "ბოჟიალობთ"?!

ეთერებში სხედხართ და აი ეს იქნება, დაველოდოთ, მოხდება, ევროკავშირი იტყვის, ამერიკა იტყვის…

გვაშტერებთ?! გვასულელებთ?!

ბრძოლის გამოცხადების გეშინიათ, რადგან ორჯერ უფრო გეშინიათ, რომ დავმარცხდებით?! ამ შიშებით გინდათ ოდესმე გაიმარჯვოთ?!

არა ძმებო, ასე არ გამოვა!!!! ან ერთი ადგილის თამაშს მოეშვით და ხალხს აჩვენეთ გზა, ბრძოლა ან უბრალოდ დაბრუნდით "არჩევნებში" და ნუ წვალობთ უაზროდ!

თქვენს შიშებს, თქვენს თავს ვერ ერევით და ბიძინას გინდათ მოერიოთ ასე "მიპარვით", დალოდებით?! 3-ჯერ ტელევიზორში გამოჩნდით და თავი კიტრებად მოგაქვთ.

ცოტა მიწაზე გაიარ-გამოიარეთ და 5-10 კაციანი უსაქმურების კლუბიდან გარეთაც გაიხედეთ.

მატარებელი დაიძრა უთქვენოდ და ხალხი უბილეთოდ დაგტოვებთ ივანიშვილთან ერთად, ასეთი პირი უჩანს.

ორღობის ჭორიკანებად ჩამოყალიბდით - ყურში ჩურჩული, ამან თქვა, იმან თქვა, ამან "დაალაიქა", იმან "გააზიარა", ეს იმას შეხვდა, ეს ამას ესაუბრა და არჩევთ ასე, არამკითხე მოამბესავით არასაჭირო, არასაქმიან თემებს და მხოლოდ სხვისი რევიზიით, გამორკვევით ხართ დაკავებულნი.

დიდი საზოგადოებრივი გაერთიანება მწიფდება და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს!!!

პაატა ბურჭულაძე, რუსთაველის გამზირი - 4 ოქტომბერს გამარჯვების დღედ აცხადებს და მე, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე მზად ვარ ვიყო ამ საქმის ერთი, რიგითი მოსამსახურე.

ღმერთმა დალოცოს საქართველო!!!”, - წერს ლევან ხაბეუშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა