მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ რეკომენდაციით, გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს

Bloomberg - დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანს დაურეკა, რათა განეხილათ, თუ რატომ ბლოკავს უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს

20.08.2025 ნახვები: 473

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 აგვისტოს ვიქტორ ორბანს დაურეკა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, რათა განეხილათ, თუ რატომ ბლოკავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს. ინფორმაციას bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ზარი განხორციელდა ტრამპსა და თეთრ სახლში შეკრებილ ევროპელ ლიდერებს შორის გამართული დისკუსიების შედეგად.

წყაროების თქმით, გარკვეულ მომენტში მათ ტრამპს სთხოვეს, გამოეყენებინა თავისი გავლენა ორბანზე, რათა ზეწოლა მოეხდინა მასზე, რომ შეეწყვიტა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობისადმი წინააღმდეგობა.

"უნგრეთმა ასევე გამოთქვა ინტერესი პუტინსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მასპინძლობის თაობაზე", - წერს მედია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა