კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვაშინგტონში მოლაპარაკებები წინ წავიდა უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების მიცემის, სისხლისღვრის დასრულების, სანქციების და გატაცებული ბავშვების დაბრუნების საკითხებზე

ნახვები: 477 ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვაშინგტონში მოლაპარაკებები წინ წავიდა უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების მიცემის, სისხლისღვრის დასრულების, სანქციების და გატაცებული ბავშვების დაბრუნების საკითხებზე

დღევანდელ ევროპულ საბჭოზე, რომელიც საბჭოს პრეზიდენტმა მოიწვია, განვიხილავთ უკრაინისთვის მშვიდობის დამყარების მცდელობებში მიღწეულ პროგრესს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ვაშინგტონში მოლაპარაკებები წინ წავიდა უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების, სისხლისღვრის დასრულების, სანქციების და გატაცებული ბავშვების დაბრუნების საკითხებზე.

„ჩვენი მუშაობა და მჭიდრო თანამშრომლობა გრძელდება“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები ვირტუალურ სამიტს მართავენ, რომლის მიზანი ვაშინგტონში გუშინდელი მოლაპარაკებებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ 27-ვე ქვეყნის ლიდერებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა