მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ რეკომენდაციით, გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს

გიორგი გახარია: „ლელო – ძლიერი საქართველოსთან“ ერთად წარვადგინეთ შეთანხმებული კანდიდატები - შედგა ჩვენი შეთანხმების პირველი ეტაპი, დაპირება, რომელიც ქართულ საზოგადოებას მივეცით

19.08.2025 ნახვები: 462

 შედგა ჩვენი შეთანხმების პირველი ეტაპი, დაპირება, რომელიც ქართულ საზოგადოებას მივეცით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ტავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა.

 „ლელო – ძლიერი საქართველოსთან“ ერთად წარვადგინეთ თბილისის მერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობისა და ვიცე-მერობის შეთანხმებული კანდიდატები. ამით შედგა ჩვენი შეთანხმების პირველი ეტაპი, დაპირება, რომელიც ქართულ საზოგადოებას მივეცით. თბილისის მერის თანამდებობაზე შეთანხმებული კანდიდატი ირაკლი კუპრაძე, არის ახალგაზრდა პოლიტიკოსი სუფთა რეპუტაციით, რომელსაც საზოგადოება იცნობს, როგორც სხვადასხვა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე მებრძოლ ადამიანს. მისი კანდიდატურა სრულად მისაღებია ჩვენი გუნდისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ჩვენი პარტიის კანდიდატი, გიორგი შარაშიძე, არის გამოცდილი და პრინციპული ლიდერი.

„თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ჩვენი პარტიის კანდიდატი, გიორგი შარაშიძე, არის გამოცდილი და პრინციპული ლიდერი, რომელსაც საზოგადოება იცნობს როგორც პროფესიონალს, სანდო და კეთილსინდისიერ ადამიანს, რომელიც ემსახურება თბილისს და მის მოსახლეობას. ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ პარტნიორობას „ლელოსთან“ და მამუკა ხაზარაძესთან, ეს ურთიერთობა დაფუძნებულია თანასწორობაზე, პასუხისმგებლობასა და კოორდინაციაზე. ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურა, რომელიც თბილისისა და საქართველოს მცხოვრებლებს პარტიულ ინტერესებზე მაღლა აყენებს. ჩვენი ორი პოლიტიკური ძალიდან არც ერთი კანდიდატი არ დაუპირისპირდება ერთმანეთს საქართველოს არც ერთ მუნიციპალიტეტში – ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ორი განსხვავებული პარტია შეიძლება დადგეს ერთად, როდესაც ქვეყნის ევროპული მომავალი დასაცავია" - აცხადებს გიორგი გიორგი გახარია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა