მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ რეკომენდაციით, გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს

დონალდ ტრამპი უკრაინაში ამერიკული ჯარების განთავსების შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე - შვიდ შესანიშნავ ლიდერს ვხვდებით და ამასაც განვიხილავთ

18.08.2025 ნახვები: 422

ცეცხლის შეწყვეტა საჭირო არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.

„თუ შეხედავთ ექვს შეთანხმებას, რომელსაც წელს მივაღწიე, ეს ექვსი ომი იყო და ცეცხლის შეწყვეტა არ გამომიყენებია. ვიცი, რომ ეს კარგია, მაგრამ ასევე, მესმის, სტრატეგიულად ერთ-ერთ ქვეყანას რატომ არ უნდა უნდოდეს. ვისურვებდი, რომ ბრძოლა შეეწყვიტათ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თუ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მოხდება, მაშინ ის იმუშავებს.

„ჩვენ უკრაინასთან და ყველასთან ვიმუშავებთ, რათა ხანგრძლივი მშვიდობა უზრუნველვყოთ. თუ ჩვენ მშვიდობის მიღწევას შევძლებთ, ვიცი, რომ ის იმუშავებს. ეჭვი არ მეპარება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე, დონალდ ტრამპის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით უკრაინა დიდ დახმარებას მიიღებს.

„უსაფრთხოების საკითხში დიდი დახმარება იქნება. ძალიან დიდი დახმარება იქნება. ისინი თავდაცვის პირველ ხაზს წარმოადგენენ. ჩვენ მათ დავეხმარებით. მონაწილეობას მივიღებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, უკრაინაში ამერიკული ჯარების განთავსების შესახებ შეკითხვაზე დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„შესაძლოა, ამის შესახებ დღეს, მოგვიანებით გაცნობოთ. დიდებული ქვეყნების შვიდ შესანიშნავ ლიდერს ვხვდებით და ამასაც განვიხილავთ. ისინი ყველანი ჩართულები იქნებიან და ბევრი დახმარება იქნება“, - უპასუხა დონალდ ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა