კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

„მზრუნველთა კოალიცია“ მზადაა, უკრაინაში, საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე, ძალები განალაგოს

ნახვები: 487 „მზრუნველთა კოალიცია“ მზადაა, უკრაინაში, საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე, ძალები განალაგოს

“მზრუნველთა კოალიციამ“ დაადასტურა მზადყოფნა, საომარი მოქმედებების შეწყვეტისთანავე უკრაინაში მხარდაჭერის ძალები განალაგოს, ასევე, ხელი შეუწყოს უკრაინის საჰაერო და საზღვაო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენას, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც კოალიციის თანათავმჯდომარეებმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა.

„ლიდერები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ უკრაინის მხარდაჭერა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომი ნაბიჯები პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის ალასკაში შეხვედრის შემდეგ. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი მხარდაჭერა და შეაქეს პრეზიდენტ ზელენსკის სურვილი სამართლიან და მდგრად მშვიდობასთან დაკავშირებით მაშინ, როცა ის ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან შემდგომი კონსულტაციებისთვის ემზადება”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი ხაზს უსვამენ, რომ კოალიციის ლიდერები ასევე მიესალმნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთგულებას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემასთან დაკავშირებით, რაშიც, მათი მტკიცებით, კოალიცია სასიცოცხლო როლს შეასრულებს „მრავალეროვნული ძალების“ მეშვეობით.

„მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მზადყოფნას, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ განალაგონ მხარდაჭერის ძალები, რათა ხელი შეუწყონ უკრაინის ცისა და ზღვის უსაფრთხოებას და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენას. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ასევე აცნობეს ლიდერებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისთვის ვაშინგტონში გაემგზავრებიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა