მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ რეკომენდაციით, გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს

გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნების“ რეჟიმმა სახელმწიფო ტოტალური კორუფციის ჭაობში ჩააფლო - ასობით ფაქტი გვაქვს, როგორ ხდება ხალხის ძარცვა ე.წ. არჩეული პირების მიერ, რომელთაც ერთი ინტერესი აქვთ: ემსახურონ რუსულ საოკუპაციო რეჟიმს

16.08.2025 ნახვები: 458

„ლელო- ძლიერი“ საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, თერჯოლის მერის ყოფილმა მოადგილემ, ნაომი სარდანაძემ 401 000 ლარის ღირებულების 6 ტენდერი მოიგო, აქედან 4 კი, უკონკურენტოდ. მისი განმარტებით, ეს და კიდევ სხვა ასობით უკონკურენტოდ მოგებული ტენდერები მიუთითებს იმაზე, რომ „ქვეყანაში, სადაც ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს, კორუფციის შემზარავი მაგალითები არსებობს“.

აღნიშნული განცხადება გრიგოლ გეგელიამ თანაგუნდელებთან ერთად თერჯოლაში გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვან ბრძოლაში არიან და არსებული მდგომარეობიდან გამოსასვლელად მოსახლეობას, თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

„მინდა აქედან გავამახვილო ყურადღება კიდევ ერთ ძალიან მძიმე საკითხზე, რომელიც ეხება არამარტო თერჯოლას, არამედ სრულიად იმერეთს, დასავლეთ საქართველოს და მთელ ქვეყანას - ეს არის ტოტალური კორუფციის ჭაობი, რომელშიც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ჩვენი სახელმწიფო ჩააფლო. სისტემური კორუფციის უამრავი მაგალითი გვაქვს, რაც ჩვენ სახელმწიფოში ტრიალებს, რამდენიმე მათგანს თერჯოლის მაგალითზე მოვიყვან, მაგალითისთვის: თერჯოლის მერის ყოფილმა მოადგილემ, ნაომი სარდანაძემ ჯამში მოიგო 6 ტენდერი 401 000 ლარის ღირებულების და აქედან 4 უკონკურენტოდ მოიგო. ეს კომპანია ძალიან მნიშვნელოვანია, ერთ შემსყიდველზე დამოკიდებული მიმწოდებელია და მხოლოდ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობს. მინდა მოვიყვანო კიდევ ერთი მაგალითი იმ მრავალი მაგალითიდან, რომელიც აქ გვაქვს, ეს არის შემზარავი მაგალითები სახელმწიფოში, სადაც ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს, სადაც ათობით ათასი ადამიანი საკუთარ ქალაქს და სოფელს ტოვებს და ემიგრაციაში მიდის. ასეთ ქვეყანაში, ერთ პატარა ქალაქში შესაძლებელია რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას კვლავაც იკავებდეს ადამიანი, რომელიც არის შპს „ბორანის“ მოქმედი დირექტორი დედა და რომელიც წარსულში ამავე კომპანიის 22%-იან წილს ფლობდა. 2022 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში მან მიუთითა, რომ 2021 წელს, როგორც წარსულში „ბორანის“ მეწილემ, მან და მისმა ოჯახის წევრებმა ჯამში ჩვენი ბიუჯეტიდან 156 893 ლარის შემოსავალი მიიღეს. რა საკვირველია, ეს შპს ყოველთვის „შემთხვევით“ იგებს ყველა ძირითად ტენდერს: თერჯოლაში 15, ზესტაფონში 22, ბაღდათის მუნიციპალიტეტში 3 ტენდერი. ამავე კომპანიას აქვს მოგებული საავტომობილო გზების დეპარტამენტის 12 ტენდერი. ასეთი ათობით და ასობით ფაქტი გვაქვს, ეს ფაქტები აჩვენებს იმას, თუ როგორ ხდება დღეს ქართველი ხალხის ძარცვა ე.წ. არჩეული პირების მიერ, რომელიც არავის აურჩევია, რომელსაც არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, გააჩნიათ ერთი ინტერესი - ემსახურონ რუსულ საოკუპაციო რეჟიმს და გაისქელონ საკუთარი ჯიბე იქამდე, სანამ ჩვენი სოფლები და ქალაქები იცლება", -განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა