ჯუანშერ ბურჭულაძე - ბრალი აბსურდულია - დამაკავეს ირიბი და თან შეცვლილი ჩვენების საფუძველზე
ელენე ხოშტარია - ქიმიური იარაღით მოწამვლის საკითხთან გამკლავება „ოცნებას“ აშკარად უჭირს, ბიძინამ ახალი ტრიუკი ჩაიფიქრა - არ შევყვეთ ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში
უკრაინამ, დრონების გამოყენებით, რუსეთში გაზის გადამამუშავებელ ქარხანასა და პორტს დაარტყა
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
მარკო რუბიო - ჩვენ დავხურეთ USAID-ი, საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, სად მიდის ეს თანხა
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 860 over past day
Ukrainian border troops destroy Russian Murom-M complex, two EW stations on southern front
Ukrainian experts join NATO Loyal Dolos 2025 exercise

თედო აბრამოვი - მადლობა ღმერთს, ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა - ბევრი უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ გამოკეტილი და ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ

15.08.2025 ნახვები: 363

ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ გამოკეტილი. პირველ რიგში, ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ მეგობრებო - ჩვენ დაგიხსნით თქვენ და გიშველით საერთოდ სულ ყველას! - მეც თქვენთან ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ,- ამის შესახებ თედო აბრამოვმა განაცხადა, რომელიც მოსამართლის გადაწყვეტილებით ცოტა ხნის წინ უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

„ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ გამოკეტილი. პირველ რიგში, ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ მეგობრებო. ჩვენ დაგიხსნით თქვენ და გიშველით საერთოდ, სულ ყველას! მეგობრებო, აქ ვინც ხართ, დაიმახსოვრეთ - ხართ ერთით მეტი! მეც თქვენთან ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ.

გიორგი ახობაძის მომენტში, ჩვენ, ბიჭები ვთამაშობდით ფეხბურთს და იქ რომ ვიყავით, უცბად გაახსენდა, რომ ახობაძეს უნდა ჰქონოდა პროცესი. მეთქი, ვნახოთ, რა ხდება. ერთი სული მქონდა მეც. რომ დავინახეთ, სასწაული შეგრძნება იყო.

მადლობა ღმერთს.. ბოდიშს გიხდით, საერთოდ ვერ ვლაპარაკობ. არ მესმოდა მოსამართლის ხმა, გათიშული ვიყავი და ხალხის ყვირილმა გამომაფხიზლა, სიმართლე რომ გითხრათ. ვფიქრობდი, შეიძლება რამე გადაუტრიალდეს თავში-თქო. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა.

[სხვა პატიმრებს ვეტყოდი] ერთადერთი, რაც გაგვაჩნია, არის მოთმინება. იქ მოთმინება თუ არ გაგაჩნია ადამიანს, ძალიან გაგიჭირდება. იქ ბიჭების ერთობა ვნახე, ძმობა, დობა, ყველანაირი ურთიერთობა და ერთმანეთის გამტანობა. იქ ბიჭები არიან ძალიან ყოჩაღად. ბიჭებო, ასე განაგრძეთ!

მოლოდინი ყველაფრის მქონდა, არ ვიცოდი, რა მეფიქრა. უბრალოდ, ღმერთს მივანდვე ეს საკითხი. არ ვიცი, რა გითხრათ, მადლობას გიხდით, სულ ყველას.

მინდა ჩემს ბიჭებს მივმართო, ვისთან ერთადაც ამდენი ხნის განმავლობაში ვიცხოვრე. ბიჭებო, ერთი, ორი, სამი... ერთი, ორი სამი.. მოულოდნელი თავისუფლება სულ ყველას! გავიმარჯვებთ, ხალხო, გავიმარჯვებთ!

გუშინ რომ მქონდა პროცესი და რომ გავედი შესვენებაზე, შეუძლოდ ვიყავი, რომ ვბრუნდებოდი, ბორკილებს რომ მადებდა ბადრაგი, მეუბნებოდა, ღმერთმა ქნას უკანასკნელი იყოსო. მეც იმ მომენტში იმავეს ვფიქრობდი. უბრალოდ, ხმა რომ გავიგე ბორკილების, არ მორჩება არასდროს-მეთქი, ასეთი განცდა მქონდა. დღეს რომ დავბრუნდი დარბაზში, სხვა ბადრაგი დამხვდა, თუმცა შეგრძნება მაინც იგივე მქონდა, არ ვიცოდი, რა ბედი მეწეოდა, თუმცა ხედავთ თქვენთან ერთად ვარ, მეგობრებო, თქვენი წყალობით“,- განაცხადა აბრამოვმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი, თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო - ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

მისი განმარტებით, სამართალდამცველებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეო გადაღება, ნეიტრალური მოწმე წარმოედგინათ საქმეში, რაც ეჭვგარეშე გახდიდა საქმეს, ასევე იმისთვის, რომ ბრალდებულის ჩხრეკის მიმართ ნდობა ყოფილიყო.

შეგახსენებთ, თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს.

თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა