დონალდ ტრამპი - შესანიშნავი საუბარი მქონდა დიდად პატივცემულ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან
"ძლიერი საქართველოს - ლელო" - "ქართული ოცნების" მხრიდან დაწყებული დევნისა და შევიწროების პროცესი ახალ მასშტაბს იძენს
აფეთქების მომზადებაში ბრალდებული დავით ხომერიკი სასამართლომ დამნაშავედ ცნო - მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ფრიდრიხ მერცი - დღეს რუსეთს აქვს შესაძლებლობა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები
გრიგოლ გეგელია - 10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია
თედო აბრამოვი - მადლობა ღმერთს, ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა - ბევრი უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ გამოკეტილი და ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ
ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია - ანტიკორუფციული ბიუროს წერილი მივიღეთ, რომლითაც ე.წ. უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის დარღვევას გვედავებიან და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით გვემუქრებიან
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი

ქეთევან თურაზაშვილი - ვაკის პარკის დაუსრულებელი რეაბილიტაცია და სავარაუდო კორუფცია თბილისის მერიაში

14.08.2025 ნახვები: 249

კახა კალაძე ორი ვადით იყო თბილისის მერი. მის მმართველობას უკავშირდება არაერთი ჩამონგრევა და უბედურება. ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ადამიანი მის ადგილას გადადგებოდა თანამდებობიდან, ის კი მესამე ვადით სთავაზობს საკუთარ თავს თბილისელებს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა ვაკის პარკის რეაბილიტაციასა და იმ ტრაგედიაზე, რასაც 13 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„თბილისის მერიამ ისევ ვერ დაასრულა ვაკის პარკის რეაბილიტაცია. 30 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია, იგეგმება კიდევ 31 მილიონი ლარის დახარჯვა. რეაბილიტაცია 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. სავარაუდო დანახარჯი 60 მილიონ ლარს გადააჭარბებს. გვახსოვს როგორ ზარზეიმით გახსნა კახა კალაძემ 2012 წელს ვაკის პარკი და გვახსოვს 2022 წლის 13 ოქტომბერს საზარელი ტრაგედია, როდესაც 13 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი დენის დარტყმაა, რადგან არ იყო გაკეთებული ხარისხიანად ელექტროგაყვანილობა შადრევანში. ამ ფაქტის გამო დაკავებულთა შორის იყო გიგა გიგაშვილი, რომელიც წარმოადგენდა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს. ის არის ადამიანი, რომელსაც პატიმრობა მალევე შეუცვალეს შინაპატიმრობით. მან პატიმრობიდან გათავისუფლებულმა შეიძინა ნახევარმილიონიანი უძრავი ქონება. მას არ აუღია კრედიტი. ასევე, შეიძინა 143 კვ. ბაგებში საბაზრო ღირებულებაზე ბევრად დაბალ ფასად და მთავარი, მან დააარსა კომპანია, რომელიც იყო შუამავალი მერიასა და სხვა კომპანიებს შორის. ის მუშაობდა კოეფიციენტებზე, მშენებლობის ნებართვებსა და ნებართვების დაჩქარებაზე. ის იყენებდა საკუთარ გავლენებს და კონტაქტებს. ეს ერთი მაგალითიც ცხადყოფს, თუ როგორი მასშტაბის კორუფციაა თბილისის მერიაში.

კახა კალაძე ორი ვადით იყო თბილისის მერი. მის მმართველობას უკავშირდება არაერთი ჩამონგრევა და უბედურება. ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ადამიანი მის ადგილას გადადგებოდა თანამდებობიდან. ის კი მესამე ვადით სთავაზობს საკუთარ თავს თბილისელებს. არადა, რეალურად თბილისს აქვს რესურსი, რომ გვქონდეს რეალური უსაფრთხოება და არ გვეშინოდეს ჩვენი შვილების გარეთ გასვლის. მოგმართავთ მოსახლეობას, რომ ერთად გავათავისუფლოთ ჩვენი ქალაქი და დავიხსნათ კორუმპირებული მერისგან“, - განაცხადა თურაზაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა