მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ რეკომენდაციით, გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს

ზვიად რატიანი - ჩემი ერთ - ერთი მთავარი ინსპირაცია იყო მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის საქმეები, ის ძალადობა, რაც მათ მიმართ მოხდა

14.08.2025 ნახვები: 431

ეს იყო სილა ყველასთვის, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით - ეს სილა იქცევა ძალიან დიდ სილად, საზოგადოებისგან, ხალხისგან! - ამის შესახებ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულმა პოეტმა, ზვიად რატიანმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მას პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილზე თავდასხმას ედავებიან. ბრალდების მხარის მტკიცებით, ზვიად რატიანმა თეიმურაზ მეშველაშვილს სახეში ხელი გაარტყა.

თავად ზვიად რატიანი თავს დამნაშავედ არ თვლის და განმარტავს, რომ მისი მხრიდან „ეს იყო ყველაზე უმტკივნეულო საქციელი, სიმბოლური, თავისი ისტორიული მნიშვნელობით“.

„ვეთანხმები ჩემს ადვოკატებს, არ მგონია ბევრი ახსნა სჭირდებოდეს იმას, რაც გავაკეთე და რატომაც გავაკეთე. დანარჩენს დასკვნითი სიტყვისთვის გამოვიყენებ. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვთვლი… ეს იყო ყველაზე უმტკივნეულო ან მინიმალურად მტკივნეული სიმბოლური საქციელი, განზოგადებული, სიმბოლური, თავისი ისტორიული მნიშვნელობით. ყველა პოლიციელმა უნდა მიიღოს ეს თავის თავზე, ვინც ჩართულია ამ უსამართლობასა და ქვეყნის ღალატში... ეს იყო სილა ყველასთვის, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით“, - განაცხადა ზვიად რატიანმა.

მან ასევე მიმართა პროკურორ გიორგი გოგალაძეს და აღნიშნა, რომ „მისი აბსურდული ტექსტებიდან“ მხოლოდ ერთი სიტყვის შესახებ გამოიტანა აზრი.

„ამ აბურდულ ტექსტებში, რა აზრიც გამოვიტანე ეს იყო ერთი სიტყვა „პიროვნება“... ელემენტარულად, სიტყვა ვალიდურის მნიშვნელობა არ იცით. გასაგებია, რა გზა აირჩიეთ ცხოვრებაში, მაგრამ ცოტა მეტი უნდა იშრომოთ…

ჩემი ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია იყო მზია ამაღლობელის და ნინო დათაშვილის საქმეები, ის ძალადობა, რაც მათ მიმართ მოხდა - ეს სილა იქცევა ძალიან დიდ სილად, საზოგადოებისგან, ხალხისგან“, - განაცხადა ზვიად რატიანმა.

ზვიად რატიანის ბრალდების საქმეზე არსებითი განხილვის სხდომა 27 აგვისტოსთვის ჩაინიშნა.

ცნობისთვის, პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს.

ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა