მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ რეკომენდაციით, გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს

„გრინ კროპს დისტრიბუშენი” - სასათბურე მეურნეობა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13.08.2025 ნახვები: 427

 

დეფიციტი ხშირად მხოლოდ პრობლემას არ ნიშნავს — ზოგჯერ ის შთაგონების წყაროც ხდება. სწორედ ასე დაიწყო კომპანია „გრინ კროპს დისტრიბუშენის“ ისტორია: პერიოდით, როდესაც ბაზარზე სალათის ფოთოლი დეფიციტური პროდუქტი იყო. მაღაზიებსა და რესტორნებში იშვიათად თუ შეხვდებოდით ქა​​რთული წარმოების ბოსტნეულს, მომხმარებელი კი იძულებული იყო, იმპორტულ პროდუქტზე გადართულიყო. ამგვარმა მოცემულობამ დავით მეფარიშვილი მიიყვანა იდეამდე, ადგილობრივად ეწარმოებინა ის, რაც ყველას სჭირდება.

„შპს გრინ კროპს დისტრიბუშენი“ ოფიციალურად 2016 წელს დაფუძნდა, ხოლო უკვე 2017 წლიდან კომპანიის პირველი სათბურების ფუნქციონირება დაიწყო — სოფელ მუხრანში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. პირველივე მოსავალი მიანიშნებდა, რომ ყველაფერი სწორად იყო გათვალისწინებული: სალათის ფოთოლი არა მხოლოდ მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა, არამედ ზუსტად შეესაბამებოდა ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს. ამიტომაც, მალევე დაიწყეს პროდუქციის რესტორნებსა და მაღაზიებში გავრცელება.

შემდეგი ნაბიჯი უკვე მასშტაბის ზრდა იყო. იმისთვის, რომ პროდუქცია დიდ ქსელებს მიწოდებოდა, აუცილებელი გახდა სპეციალური ინფრასტრუქტურის შექმნა: სამაცივრე ფართი, პროდუქტის შესაფუთი საწარმო, ახალი სათბურები და დისტრიბუციის მანქანები.

„ამ ეტაპზე მივმართე თიბისის და გავაცანით ჩვენი მცირე წარმოებისა თუ მომავალი დიდი გეგმების შესახებ. სესხის მიღებიდან მალევე დავასრულეთ საწარმოს შენობის სამაცივრე სივრცისა და ახალი სათბურის მშენებლობა. ასევე, თიბისი ლიზინგით სადისტრიბუციო მანქანები შევიძინე. შემდეგ კი, დავიწყეთ პროდუქტის შეფუთვა ბრენდით „მწვანე მოსავალი“ და ქსელის მომარაგება.  შემიძლია გითხრათ, რომ თიბისი კომპანიის დაარსებიდან დღემდე გვერდში გვიდგას. პერსპექტივაში დიდი გეგმებია და, რა თქმა უნდა, ამ განვითარებას თიბისისთან ერთად გავაგრძელებთ“, — ამბობს დავით მეფარიშვილი.

ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ ერთი კომპანიის საქმე. „გრინ კროპს დისტრიბუშენი“ ერთგვარ პლატფორმად იქცა ადგილობრივი ფერმერებისათვის. კომპანია აქტიურად დაინტერესდა ფერმერების ჩართულობით — მათ ატრენინგებდა, აცნობდა ტექნოლოგიებს, ჯიშებსა და მოთხოვნებს, რაც თითოეულ ფერმერს საშუალებას აძლევდა, თავადაც წარმატებით ეწარმოებინათ პროდუქცია და მიწოდების ჯაჭვში ჩართულიყვნენ. სწორედ ეს გზა გახდა იმპორტული საქონლის ადგილობრივით ჩანაცვლების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი — თანაც, საკმაოდ ეფექტიანი.

კომპანიის ძირითადი მისია დღემდე უცვლელია — ახალი, იშვიათი და ეგზოტიკური ბოსტნეულის „გაქართულება“, მათი ხელმისაწვდომობა და მაღალხარისხიანი ადგილობრივი წარმოების გაძლიერება.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა