მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ რეკომენდაციით, გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს

ლევან ხაბეიშვილი - ძმები მიქაძეებიდან ერთი დაიჭირეს, ერთი გაქცეულია, ლამის სამუდამო ციხე ემუქრებათ და ამ ხალხის უკან ვინ დგას? - ფარცხალაძე

12.08.2025 ნახვები: 477

ძმები მიქაძეებიდან ერთი დაიჭირეს, ერთი გაქცეულია, ლამის სამუდამო ციხე ემუქრებათ ამ ადამიანებს და ამ ხალხის უკან ვინ დგას? - ფარცხალაძე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაა.

“დღევანდელი ბრიფინგი დადასტურებაა იმის, რომ შიდა ომია ივანიშვილის გუნდში და ახლა უკვე მისი ყოფილი თანაგუნდელები, ივანიშვილისთვის რომ იღვწოდნენ - ძმები მიქაძეები, ერთი დაიჭირეს, ერთი გაქცეულია. ამბობენ, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, დააორგანიზეს, ლამის სამუდამო ციხე ემუქრება ამ ადამიანებს და ამ ხალხის უკან ვინ დგას? ფარცხალაძე, რომელსაც წლების განმავლობაში კბილებით იცავდა ყველა “ოცნების” სპიკერი, დაწყებული კობახიძიდან, გაგრძელებული ლასტებიანი ზარქუათი. ყველას გვაქვს ნანახი როგორ კბილებით იცავდნენ და დღეს სამუდამო ციხისთვის გაუყენა გზას ივანიშვილმა. სამწუხარო რეალობაა, რომ თვეები დასჭირდა ამ საქმის გამოძიებას, არადა ძალიან მარტივი იყო, ყველამ ყველაფერი იცოდა ამ ქალაქში ვინ შეუკვეთა, ვინ ჩამოიყვანა, როგორ მოხდა ამ ყველაფრის დაგეგმვა, მაგრამ ერთი რამე უნდა გესმოდეთ, რომ რასაც ახლა გამოძიება ამბობს, შეუძლებელია ფარცხალაძის გარეშე მომხდარიყო. ფარცხალაძის გუნდთან - მიქაძეებთან დაპირისპირება “ოცნებაში” რას ნიშნავს, ჰკითხეთ ზარქუას და ჩემზე უკეთ ის გადაგითარგმნით. ეს არის აბსოლუტური დაპირისპირება და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. 4 ოქტომბერს ყველანი ქუჩაში და მშვიდობიანად დავამხოთ ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა