"ძლიერი საქართველოს - ლელო" - "ქართული ოცნების" მხრიდან დაწყებული დევნისა და შევიწროების პროცესი ახალ მასშტაბს იძენს
აფეთქების მომზადებაში ბრალდებული დავით ხომერიკი სასამართლომ დამნაშავედ ცნო - მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ფრიდრიხ მერცი - დღეს რუსეთს აქვს შესაძლებლობა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები
გრიგოლ გეგელია - 10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია
თედო აბრამოვი - მადლობა ღმერთს, ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა - ბევრი უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ გამოკეტილი და ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ
ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია - ანტიკორუფციული ბიუროს წერილი მივიღეთ, რომლითაც ე.წ. უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის დარღვევას გვედავებიან და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით გვემუქრებიან
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

შსს - ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ - დაკავებულთა შორისაა გიორგი მიქაძე

12.08.2025 ნახვები: 230

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით კიდევ 3 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. შესაბამისი განცხადება ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ გააკეთა.

კერძოდ, გამოძიების თანახმად, ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება განახორციელეს ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა, რომლებიც მოკლულთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე იყვნენ დაპირისპირებულები. ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომ დაკავებულთა შორისაა გიორგი მიქაძე, ხოლო მის ძმას დავით მიქაძეს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე, 236-ე, 375-ე და 370-ე მუხლებით.

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, მიმდინარე წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ლ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით კიდევ 3 პირი - გ.მ., გ.კ. და მ.ბ. დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს გ.ჯ.-სა და დ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ძმები დ.მ. და გ.მ. ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლ.ჯ.-სთან და გააჩნდათ პირადი მტრული მოტივი მის მიმართ, რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს. დაპირისპირებაში მყოფი პირები დაუკავშირდნენ გ.ჯ.-ს და დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, პირის მოძიებაში დახმარება სთხოვეს.

დანაშაულში ჩართული პირების მონაწილეობით მოძიებულ იქნა პირი - გ.ჯ.-ს პირადი დაცვის თანამშრომელი, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაგეგმილ მკვლელობას სისრულეში მოიყვანდა. ასევე დგინდება, რომ გ.ჯ.-მ და გ.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი საბოლოოდ, გ. მ. სა და დ. მ-ს მეშვეობით გ.უ.-ს გადაეცა ხსენებული მკვლელობის განხორციელების მიზნით.

გ.უ.-მ მიმდინარე წლის 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ლ.ჯ. მოკლა, ხოლო მის თანმხლებ პირს მიაყენა სხეულის დაზიანება.

საქმეზე ჩატარებულ იქნა მთელი რიგი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის მ.ბ., რომელმაც ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და დაფარა დანაშაული.

ამოღებული და გაშიფრულია ათობით საათის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები, ჩატარებულია მობილური ტელეფონების და მათი მომსახურე ანძებიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება.

როგორც მოგეხსენებათ, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული გ.უ. მომხდარიდან მალევე დააკავეს, ასევე, დაკავებულია პირი ვის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდანაც განხორციელდა მკვლელობა.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე, 236-ე, 375-ე და 370-ე მუხლებით.

გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების (მათი არსებობის შემთხვევაში) პასუხისგებაში მიცემის მიზნით”, - აღნიშნა სირაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა