4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
გოჩა მირცხულავა - ლევან ხაბეიშვილის „ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი“ - რატომ და ვისთვის?
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - შს მინისტრის მოადგილე
თინა ბოკუჩავა - მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა
მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა - მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

იოჰან ვადეფული - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შედეგი სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა იყოს

12.08.2025 ნახვები: 432

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებში ტერიტორიების დათმობა არ უნდა მოხდეს.

„ძალადობამ საზღვრები არ უნდა შეცვალოს. სადაც საქმე ჩვენს უსაფრთხოებას ეხება, სიტყვის თქმის უფლება უნდა გვქონდეს“, - დაწერა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში.

ამასთან, მისი თქმით, ბერლინი მხარს უჭერს უკრაინას და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზანს, დაასრულოს რუსეთის აგრესიული ომი, თუმცა ომის დასრულების შედეგი სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა იყოს.

„მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის მიზანს, დაასრულოს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. შედეგი უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, - დაწერა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა