4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
გოჩა მირცხულავა - ლევან ხაბეიშვილის „ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი“ - რატომ და ვისთვის?
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - შს მინისტრის მოადგილე
თინა ბოკუჩავა - მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა
მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა - მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

თურქეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

11.08.2025 ნახვები: 401

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ 81 წლის ქალი ქალაქ სინდირგიში ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

მინისტრის თქმით, მიწისძვრის შედეგად 16 შენობა ჩამოინგრა და 29 ადამიანი დაშავდა.

ალი იერლიკაიას განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა და სერიოზული ზარალის ან მსხვერპლის სხვა ნიშნები არ დაფიქსირებულა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განცხადება გაავრცელა და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. მისი თქმით, ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო ყურადღებით კონტროლდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა