4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
გოჩა მირცხულავა - ლევან ხაბეიშვილის „ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი“ - რატომ და ვისთვის?
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - შს მინისტრის მოადგილე
თინა ბოკუჩავა - მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა
მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა - მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

WSJ- უკრაინამ და ევროპელებმა აშშ-ს პუტინთან მოლაპარაკებების საკუთარი გეგმა წარუდგინეს

10.08.2025 ნახვები: 487

უკრაინამ და ევროპელებმა აშშ-ს პუტინთან მოლაპარაკებების საკუთარი გეგმა წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal ორ ინფორმირებულ ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

წინადადება შაბათს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების დონეზე შეხვედრაზე იქნა წარდგენილი. ამერიკელების მხრიდან მასში მონაწილეობდნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი.

წყაროების ცნობით, კიევისა და ევროპელი მოკავშირეების წინადადება აუცილებელ ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს ნებისმიერ სხვა ნაბიჯებამდე და რაიმე სახის “ტერიტორიების გაცვლას” მხოლოდ ორმხრივ საფუძველზე - თუ უკრაინა ზოგიერთი რეგიონიდან გაიყვანს თავის ძალებს, რუსეთმა სხვა რეგიონებიდან უნდა გაიყვანოს თავისი ძალები.

“არ შეიძლება პროცესის დაწყება საბრძოლო ქმედებების შუაგულში ტერიტორიის დათმობით,” - განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.

დამატებით, გეგმის თანახმად, კიევის მხრიდან ნებისმიერი ტერიტორიული დათმობები უსაფრთხოების მყარი გარანტიებით უნდა იყოს გამაგრებული - კერძოდ, ნატო-ში უკრაინის პოტენციური წევრობით.

წყაროების თქმით, გეგმის მიზანია, რომ ევროპამ და უკრაინამ საერთო წითელი ხაზი გაავლონ, რომელიც რუსეთთან ნებისმიერ პოტენციურ მოლაპარაკებებს უნდა ეხებოდეს.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ევროპის წარმომადგენლებმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს განუცხადეს, რომ არ შეიძლება უკრაინის მომავლის უკრაინის გარეშე განხილვა და ევროპა გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღისა და სახსრების გაგზავნას აშშ-ს პოზიციის მიუხედავად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა