კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერის ერთგულები რჩებიან, უკრაინის მომავალი უკრაინელების გარეშე ვერ გადაწყდება

ნახვები: 544 ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერის ერთგულები რჩებიან, უკრაინის მომავალი უკრაინელების გარეშე ვერ გადაწყდება

საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერის ერთგულები რჩებიან, უკრაინის მომავალი უკრაინელების გარეშე ვერ გადაწყდება, ევროპელები აუცილებლად იქნებიან მოგვარების ნაწილი,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ამ წამს კიდევ ერთხელ ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, ასევე კანცლერ მერცსა და პრემიერ-მინისტრ სტარმერს.

ვრჩებით ერთგულები მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ერთიანობის სულისკვეთებით ვიმუშაოთ და იმას დავაშენოთ, რაც „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში განხორციელდა.

უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე, რომლებიც სამ წელზე მეტია საკუთარი თავისუფლებისთვისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვიან.

ევროპელები აუცილებლად იქნებიან მოგვარების ნაწილი, ვინაიდან მათი საკუთარი უსაფრთხოებაა სასწორზე.

გავაგრძელებ პრეზიდენტ ზელენსკისთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციას“, - წერს მაკრონი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა