ელენე ხოშტარია - სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა
ალეკო ელისაშვილი - მოვუწოდებ ყველას, არ განმიხილოთ პოლიტიკური პატიმრების არანაირ სიაში
სასამართლომ ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
დედისა და ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ელენე ხოშტარიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება
ბენიამინ ბეთანიაჰუ - ნებისმიერ ვითარებაში ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს დავიცავთ
თეთრი სახლი - ირანთან დაკავშირებით სიტუაცია ცვალებადია

ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

04.08.2025 ნახვები: 479

ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ინფორმაციისთვის, კინორეჟისორმა უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში, მოსკოვში. 1957–1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო თამაზ მელიავასთან ერთად 1963 წელს. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს. შენგელაიას შემდეგი ნამუშევარი იყო დავით კლდიაშვილის მოთხრობის „მიქელას“ ეკრანიზაცია (1964) მოგვიანებით, 1977 წელს ის კვლავ დაუბრუნდა კლდიაშვილის შემოქმედებას და გადაიღო „სამანიშვილის დედინაცვლი“ (1977) შენგელაიამ სახელი გაითქვა დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობით. მათ ერთობლივად შექმნეს კომედიური ფილმები „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968) და „შერეკილები“ (1973).

კინორეჟისორს 1988 წელს მიენიჭა სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება, ხოლო 1998 წელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. ის ასევე ფლობდა წმიდა გიორგის ოქროს ორდენს, რომელიც 2013 წელს გადაეცა, ასევე 2022 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ელდარ შენგელაია ასევე ფლობდა შრომის წითელი დროშის ორდენს, ლენინის ორდენს და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა